კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი:
“მათ საყურადღებოთ ვინც ვერ გაიგო რა ვიგულისხმე გიხსნით
ჩემი ფრაზა-“მინდა თავისუფლად ვისუნთქო ჩემს ქვეყანაში”
ისე აიტაცეს ზოგიერთებმა, მგონი ასე რუსთაველის აფორიზმი “ჭკვა უხმარ არის ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების” , რომ დაესწავლათ უკეთესი იქნებოდა. საკუთარი მწირი გონებითა და ბინძური აზრებით ატრიალეს და დილიდან კითხვებით ამიკლეს – რას ნიშნავსო
ვცდილობ აგიხსნათ, მაგრამ არ გინდათ არსს ჩასწვდეთ (ღმერთმა დაგიფაროთ აზროვნებისგან!).
ახლა საჯაროდ განვმარტავ – არ მსურს არც რუსის ჩექმა და არც ამერიკული “ბათინკი” მედოს უღლად, მინდა ჩემს ქვეყანას სახელმწიფოებრივი ღირსება დაუბრუნდეს, არავინ მიქნიოს თითი და მამუნათოს
მინდა საქართველოს ისტორიულად დამსახურებული სტატუსი ჰქონდეს( ჩვენ საუკუნეების მანძილზე სისხლით და ბრძოლით გვაქვს დამოუკიდებლობა მოპოვებული, და ამ ომში მუდამ მარტო ვიყავით!),
მინდა მოიშთოს მანქურთების ბოგინი, მინდა მშვიდ და ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, აღარ მინდა განმეორდეს ის სისხლიანი 9 წელი, მინდა კანონი ყველასთვის კანონობდეს და მაოხრებელი გზირები არ მირევდნენ ქვეყანას
მინდა მალე ვიხილო საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიან, დიახ სრულუფლებიან წევრად და არა საწყალ ნათესავად
მე მჯერა ჩვენ ამას შევძლებთ, თუ ჯანსაღი საზოგადოება ერთად დავდგებით, გავერთიანდებით და პირად ინტერესებზე წინ სახელმწიფოებრივ, საქვეყნო, სამომავლო ინტერესებს დავაყენებთ
P:Sახლა ვნახე, კობა ნაყოფიას უბრძანებია: “ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიული საკითხები შეტანხმებული” – აი, ამათგან გაწმენდილი ჰაერით მინდა ვისუნთქო
ეს სულით და ხორცით მახინჯები და მათი მავნებლური ბოგინი უნდა დასრულდესსაზოგადოებამ უნდა დავასრულოთდა ქართველი ხალხი დაგასრულებთ მალე“
კომენტარები