საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს მხრიდან სწორი ნაბიჯია იმის შეთავაზება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები თბილისში გამართულიყო.
როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა არარეალისტურია.
„შეთავაზება რომ უნდა ყოფილიყო პრემიერისგანაც და პრეზიდენტისგანაც, ეს სწორი ნაბიჯია. სამი ქვეყანა ვართ ამ რეგიონში და შენ ყოველთვის უნდა შეეცადო რომ მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშო. სწორი ნაბიჯია მათგან შეთავაზება. შეთავაზებას რომ ვერ გამოეხმაურებოდნენ, ესეც რეალობაა იმიტომ, რომ შეთავაზების და მოლაპარაკების აქტორები არიან ამ საერთაშორისო კონტექსტში არამარტო აზერბაიჯანი და სომხეთი, რეალურად უფრო ფართოა არეალი ამ გეოპოლიტიკური თამაშის და მასში არიან თურქეთიც და რუსეთიც და მათი შეხვედრა საქართველოში, სამწუხაროდ, არარეალისტურად მეჩვენება. თუმცა, უნდა გაეკეთებინათ ასეთი განცხადებები პრეზსიდენტსაც და პრემიერსაც“
კომენტარები