ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია:
“ეს ანეკდოტი ხომ გახსოვთ, ნიაზა რომ ღამით ბრუნდება ხოლმე სახლში და ფეხსაცმელებს რომ აგდებს იატაკზე, ჯერ ერთს, მერე მეორეს, ქვემოთ კი მეზობელი წუხდებოდა. ერთხელაც მეზობელმა სთხოვა, ნუღარ ახეთქებო, მეღვიძებაო. ხოდა დაბრუნდა ეს ჩვენი გმირი სახლში გვიან ღამით, ჩვევა ოხერია და ჩვეულებისამებრ გაიძრო ერთი ტუფლი, დააგდო იატაკზე და გაახსენდა უცბათ მეზობლის თხოვნა, ჩუმად გაიძრო მეორე და ფრთხილად დადო იატაკზე, წავიდა და დაიძინა. დილაადრიან ბრაგაბრუგია კარებზე, გაიღვიძა, ადგა, მივიდა და კარები გააღო- ხედავს დგას ის მეზობელი, ჩაწითლებული უძილო თვალებით და – ნიაზ! დააგდე რა მეორე ტუფლიც ამის დდცმვსტყნ! ხოდა, შაბათს მოგვივიდა სმს თელასიდან რომ 30-ში, ანუ დღეს დენი გაითიშება. ავფორიაქდით ოჯახი, გადავდეთ გადმოვდეთ საქმეები, ზოგი ჩავაგდეთ და ვიზარალეთ და შენც არ მომიკვდე, სულ ტყუილად: დენი არ გათიშულა. არც სმს არ მოსულა რომ აღარ გაითიშება, ხოდა სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ამ თელასზე არაა საშველი და ასეთი ცრუ განგაშები, არაზუსტი როდემდე უნდა მოდიოდეს ჰარი ჰარალოზე? ქვემოთ სქრინშოთია, შეცვლილი სააბონენტოთი. საუბარია ვაკეზე.”
კომენტარები