Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვისას საუბრობს წამალზე, რომელმაც შესაძლოა პანდემია დაასრულოს:
„მოლნუპირავირი რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა კვლევის ბაზარზე და დიდ იმედს ტოვებს, რომ ამ მედიკამენტმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.
ჯერჯერობით ეს მედიკამენტი არაა ხელმისაწვდომი, რადგან ის გადის კვლევებს, როცა დასრულდება კვლევები, ჩვენ შეგვეძლება თქმა, ეს ნამდვილად ის წამალია, რომელსაც შეუძლია კოვიდი დაასრულოს, თუ მოგიწვიეს ძიება სხვა წამლებისა.
ახლა მოგიყვებით რა წამალია ეს ზოგადად:
2020 წლის მარტში დადგინეს, რომ წამალი მოლნუპირავირი, რომელიც არის ანტივირუსული მედიკამენტი და თავიდან განკუთვნილი იყო გრიპის სამკურნალოდ, თურმე აღმოჩნდა ეფექტური კოვიდის წინააღმდეგაც.
კვლევა ჩატარდა 100-მდე ადამიანზე, მედიკამენტი შეისწავლეს დიდ ბრიტანეთში და ასევე ამერიკაში. დაადგინეს, რომ წამალს ჰქონდა ეფექტურობა კოვიდის წინააღმდეგ.
გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოეყენებინათ ეს წამალი მასიურად.
2020 წლის ოქტომბერში წამალმა უკვე დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები.
ახლა კი, დეკემბერში, წინა თვეში, დადასტურდა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში.
კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ქრცვინები დააინფიცირეს კოვიდით და მერე ისევ უმკურნალეს.
ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა.
არცერთ ცხოველს 24 საათის შემდეგ აღარ შეეძლო ამ ვირუსის გავრცელება სხვაზე, ეს საოცარი შედეგია. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია 24 საათში ვირუსი ისე დაწიოს, რომ პირი გადამდები აღარ იყოს.
რა მოხდება თუ ეს მედიკამენტი გაივლის მეორე და მესამე ფაზებს წარმატებით?
თუ ასე მოხდა ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტები ინფექციას აღარ გადასდებენ ერთმანეთს.
აღარავინ არ დაინფიცირდება, ვირუსი არავის აღარ გადაედება, არავინ დაიღუპება კოვიდით.
კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ აღარ მოგვიწევს იზოლაციები, ხალხის ჩაკეტვა.
ეს იმას ნიშნავს კიდევ, რომ თუ სადმე იქნება კოვიდის აფეთქება, დაალევინებ ამ წამალს ადამიანებს და ეს კერაც ჩაქრება.
ეს ძალიან დიდი იმედების მომცემი მედიკამენტია, ჩვენ ამ ყველაფრის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯერ ეს წამალი გადის კვლევების მეორე და მესამე ფაზებს, ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება რამდენიმე თვეში და მაგის მერე, გავიგებთ ეს წამალი მართლა ეფექტურია, თუ გათამაშდება რემდესივირის ვარიანტი.
ძალიან არ მინდა, რომ ამ წამალმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა და არ აღმოჩნდა ეფექტური.
მაგრამ ამ წამალს მართლა მაგარი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს.
აღარავის აღარ დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, რისკფაქტორების შეფასება, აღარ იქნება ლოკდაუნები და შეზღუდვები, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!
ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთება არ უნდა. მათ ძალიან სერიოზული არგუმენტები აქვთ ვაქცინის წინააღმდეგ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ ენდომება დალევს ამ წამალს და თავისუფალია, აღარ გაავრცელებს ამ დაავადებას და არც მას დაემართება მძიმე ფორმით, ეს მედიკამენტი შეასრულებს არა მხოლოდ სამკურნალო როლს, არამედ საპრევენციო როლსაც-ძალიან სერიოზული პოტენცია აქვს ამ წამალს.
წამალმა უკვე გაიარა პირველი ფაზა, პირველ ფაზაში ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა წამალი და ის აღმოჩნდა უსაფრთხო.
მეორე ფაზაში ის მოწმდება 100-ზე მეტ ადამიანზე, დოზირება რამდენია საჭირო, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები. ამავდროულად გადის მესამე ფაზას, მესამე ფაზაში დადგინდება, ის უფრო ეფექტურია თუ სხვა საშუალებები.
არსებული საშუალებებიდან კი ერთი დექსამეტაზონია, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს, მაგრამ თვითონ ვირუსზე არ მოქმედებს.
იმის თქმა მინდა, რომ თუ მოლნუპირავირი გაივლის კვლევის ფაზებს ჩათვალეთ, რომ კოვიდპანდემია დასრულდება, კოვიდი ჩაბარდება წარსულს”
კომენტარები