„ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
„ირაკლი კობახიძე: „კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან თავმჯდომარედ აირჩია ხაბეიშვილი. მას სხვანაირ ადამიანებთან არ შეუძლია ურთიერთობა, სხვანაირი ადამიანების მართვა მას არ შეუძლია, მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა ნაცმოძრაობას იმისთვის, რომ კეზერაშვილს მოეხერხებინა მისი მართვა. თვითონ კეზერაშვილიც არის დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანი. არ არის ეს სასაცილო, ნამდვილად ასეა.”
ახლა ნახეთ, რა ხდება: ამ ციტატაში კეზერაშვილის ნაცვლად ივანიშვილი რომ ჩავსვათ, ხოლო ხაბეიშვილის ნაცვლად – ღარიბაშვილი, ყაველაშვილი, ზარქუა ან, პრინციპში, ნებისმიერი სხვა ქოცი, ყველაფერი დალაგდება.
ივანიშვილი მართავს დეგრადირებული მოღალატეების მეშვეობით. და “ეს არ არის სასაცილო, ნამდვილად ასეა.”
ხოდა, ქოცპროპაგანდის გასაღები ნაპოვნია:
ჯერ საკუთარ თავს აღწერენ (“მოღალატე”, “რადიკალი”, “დეგრადირებული”) და მერე ამ აღწერას ოპონენტების მიმართ იყენებენ.
ცინცხალი მაგალითი – ვიღაც ჟღვლინტი ზარქუა ამბობს ვიოლა ფონ კრამონზე და ანდრიუს კუბილიუსზე, ეგენი პოლიტიკოსები არ არიანო. ეგენიო
შეჯამება: როცა ქოცი საკუთარ მტრებზე ლაპარაკობს, ის ყოველთვის საკუთარ თავს აღწერს.“
კომენტარები