რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მსხვერპლი ჰყავს. ბონდო გაგნიძე ლუგანსკის ოლქში მასობრივ შტურმს ემსხვერპლა. დაჭრილია 67-ე ბრიგადის კიდევ ერთი ქართველი მეომარი.
ბონდო გაგნიძე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის 69-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 2022 თებერვლის შემდეგ უკრაინაიში ბრძოლის ხაზზე დაიღუპა.
ირინა სარიშვილი გმირულად დაღუპულ ბონდო გაგნიძეზე წერს:
„ბონდო გაგნიძე დაღუპულა უკრაინაში.
აქ ვმეგობრობდით. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ იმხელა სითბოს ვგრძნობდი მისგან, ყველა პოსტზე რომ მის გულს ვხედავდი, თითქოს ძველი მეგობრები ვიყავით. ამ წუთას აქ გავიგე რომ დაღუპულა და გული გამისკდა. ჩემი ჩუმი, საყვარელი, თბილი უცნობი მეგობარი. ძალიან ცუდად ვარ.“
კომენტარები