საქართველოს საელჩო ისრაელის ქალაქ ლოდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სახლებში დარჩენას ურჩევს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ წუთებში პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის შეტაკებაა:
“ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ ‼️‼️‼️
არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან – დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის” – წერია განცხადებაში.
კომენტარები