ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! აკი დაგპირდით კიდეც, ვიდრე აზოვსტალში ზე-ადამიანები იარაღით ხელში იდგებიან ცოცხლები, ყოველთვის ამ სიტყვებით დავიწყებ ჩემს სტატუს თქო! შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება, თხოვნა, სურვილი სვიატოსლავ პალამარმა, იგივე “კალინამ” და გუშინ გამოანათა, აქა ვდგევარ და სხვანაირად არ ძალმიძსო! ამიტომაც, ამ წუთს, ამ საათს, ამ დილას სიამაყით, სიხარულით და სასწაულის რწმენით გეუბნებით:
ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!
ვიდრე ყველა გამოსული მებრძოლი (სზვადასხვა მონაცმებით 1000-დან 1800-მდე), დაჭრილი (80-მდე) და ჯანმრთელი არ გამოვა სამშვიდობოს, სიმშვიდე არ გვექნება უკრაინის, მშვიდობის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გულშემატკივრებს, მაგრამ მწამს და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება!
დიდება გმირებს!
ფრონტის ხაზიდან უფრო მეტი კარგი ამბავია, ვიდრე ცუდი! ცუდი ისაა, რომ სევეროდონეცკს ბომბავენ ნაძირალა ურდოსები და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ! ყველას მოგეზღვებათ! კარგი ამბავი კი ისაა, რომ: იზიუმის მიმართულებით მშვენიერად მიიწევენ ჩვენები; ურდოს 8 ტანკიც დაბუგეს, 14 ჯავშანმანქანაც, უპილოტოც და ფრთოსანი რაკეტაც! ვენაცვალე თქვენს მარჯვენას ბიჭებო!
ახლა რა ხდება დასავლეთის ფრონტზე? ერიც მარია რემარკს ჩემი პატივისცემა, მაგრამ როგორ ვთქვა ცვლილებების გარეშეა თქო, როდესაც:
40 მილიარდი დოლარის დახმარება აშშ-ს სენატმა დაამტკიცა;
პრეზიდენტმა ბაიდენმა 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაგზავნას ხელი მოაწერა!
90 ჰაუბიცა ხომ გუგუნებს უკვე და დაეტყო კიდეც ისედაც ჩა*მულ ურდოსებს, ახლა კიდევ 18 შეემატება! კიიიდო აშშ განიხილავს შავი ზღვის დებლოკადისთვის უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო სუპერთანამედროვე იარაღის მიწოდებას! #კრეისერმასკვაიდინახუი სერიალები აწი ნახეთ!
90 მოდერნიზებული ტანკი ტ-72 პოლონეთიდან შეგრიალდა უკვე უკრაინაში, გადანაწილდა დანაყოფების მიხედვით და მუშაობს კობზონის კონცერტის სტადიონზე ანშლაგით გამართვაზე!
დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები 15 მილიარდ დოლარს გამოდიან უკრაინის დასახმარებლად!
1.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ქრაშთა შორის უქრაშესი ბოჯო ბორის ჯონსონი ჩამოდის სამხედრო დახმარებისთვის!
ევროპარლამენტმა რუსეთის დანაშაულებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა!
ევროპარლამენტმა ასევე მხრი დაუჭირა გაზპრომელი, გერმანელი, ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერისთვის, ავსტრიელი შუსელის და ფრანგი ფიიონისთვის სანქციების დაწესებას!
ჟურნალ “თაიმის” გამოკითხვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარეს ვინ? უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი! ქუდოს!
ნატო-ში ეჭვი არ ეპარებათ უკრაინის გამარჯვებაში;
ვისაც ეპარება, იმან იდარდოს და ინერვიულოს!
უკრაინა იმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
პ.ს. გუშინ გავრცელებული უსასტიკესი დანაშაულების შემდეგ, რომელსაც ავადმყოფი პუტინის დავალებით მისი ნაბიჭვარი ორკები ჩადიოდნენ და ალბათ ახლაც სჩადიონ, განსაკუთრებით ხმამაღლა ვამბობ: სიკვდილი მტერს! თქვენი რუსკი მირის და თქვენი მყვარებლების…. “
კომენტარები