ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ივანიშვილის გამოსვლაზე:
„რუსი ოლიგარქის, პუტინის ამ
კიჩის გამოსვლამ საქართველოს ანტიდასავლური კურსი გააფორმა საბოლოოდ და ოფიციალურად. პუტინის სუვერენულ დემოკრატიის შესახებ გამოსვლას სიტყვა-სიტყვით იმეორებს. ოღონდ ის რუსეთის პრეზიდენტია. ატომური იარაღის მფლობელი, მდიდარი ბუნებრივი რესურსების მქონე, თვითკმარი ქვეყნის. ეს საქართველოა, უღარიბესი ქვეყანა რესურსების გარეშე – რომელიც დასავლეთის დახმარების გარეშე გაძვალტყავდება და გაუდაბურდება. მხოლოდ ეს ნაძირალა და მისი მონები იქნებიან მაძღრები, დანარჩენი ყველა სიღარიბეში დაღაფავს სულს ან გაიქცევა. მოკლედ, მეფე შიშველია. ამ წუთში ივანიშვილი, ეს პარანოიკი მანიაკი, დიქტატურას აცხადებს, საქართველოს სრულ ბელარუსიზაციას. ახალი რეპრესიები დაანონსებულია. ახლა ჯერი ხალხზეა ! უმძიმესი გამოწვევის წინ ვართ. გიჟი ლუკაშენკოს ხელში ვართ“
კომენტარები