თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები განმარტა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განაცხადა.
„ტკივილი ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი არ არის. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია მწვავე რესპირაციული ინფექციის კლასიკური ნიშნები. ეს არის: ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, გაჭედვის გრძნობა ცხვირში და მძიმე შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება. ეს არის ძირითადი ჩივილები. ცალკეულ ავადმყოფს კი შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს“ – აღნიშნა ცერცვაძემ.
მინდა იცოდეთ თქვენც და ტელემაყურებლებმაც, რომ ყველა შემთხვევის 1% მიდის საერთოდ უსიმპტომოდ. 80% მიდის მსუბუქად, 15% მიდის მძიმედ და 5%, ყველაზე მნიშვნელოვანი, მიდის კრიტიკულად მძიმედ, როდესაც სიცოცხლეს ემუქრება უშუალო საფრთხე. ჩვენი 22 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე. მას აქვს ორმხრივი პნევმონია. ჰქონდა სხვა ზოგიერთი სერიოზული გადახრა. ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით, გადიოდა სერიოზულ მკურნალობას და გუშინ და დღეს პირველი ორი დღეა, როცა სიტუაცია დასტაბილურდა, შემდგომი დამძიმება არ აღინიშნება და აღინიშნება ტენდენცია გაუმჯობესებისკენ“
კომენტარები