მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა დიდ მასშტაბებს მიაღწია, სახელმწიფომ მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ავრცელებს BBC
სახლში მყოფმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ერთმანეთი გაემხნევებინათ. მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ასახავს როგორ ამხნევებენ ადამიანები ერთმანეთს.
ფანჯრებიდან ისმის შეძახილები – „დარჩი ძლიერი, უხან“, „ასე გააგრძელე!“
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა რომ უხანაში ჩვენი 5 მოქალაქე იმყოფება, მაგრამ რადგან არ არსებობს წამლების და პროდუქტის პრობლემა, მათი გამოყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს!
ახლა უკვე, როცა სახლიდან გამოსვლაც კი გართულებულია, როგორ გამოიყვანს ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფო – გაურკვეველია.
კომენტარები