საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენიმე წლის წინ ამანათი მივიღე…
გამომგზავნის გვარი და სახელი ბევრს არაფერს მეუბნებოდა…
ყუთი იმდენად მსუბუქი იყო, ვიფიქრე ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი ვიღაც ბოროტმა არსებამ მოიპარა მეთქი.
გავხსენი და ჰოი საოცრებავ!!!
ნაკურთხი ბზის ტოტი და პატარა ბარათი ” მე თქვენ მახსოვხართ” …
შემრცხვა, რო მე ვერ გავიხსენე…
მინიშნებული მისამართი ჩემს მეგობარს გავუგზავნე და ვთხოვე კონსპირაციულად გაერკვია მისი ვინაობა…
რამდენიმე დღის მერე შემატყობინა რომ გოგონა ამ ჟამად მონასტერში ცხოვრობს და ახალი დაბრუნებული არის საფრანგეთიდან, იქ სწავლობდა-ო.
დიდხანს ვიჭყლიტე ტვინი გამეხსენებინა ვინ იყო და რატომ გადაწყვიტა ასე ორიგინალურად მოელოცა ჩემთვის ბზობა(???)
და ბოლოს გაირკვა :
ოფისში წერილობითი განცხადება შემოვიდა 2014 წელს, სადაც ქართველი სტუდენტი გვთხოვდა სამსახურის მოძებნაში და დასაქმებაში დავხმარებოდით, ვინაიდან მამისთვის სჭირდებოდა ძვირად ღირებული მედიკამენტები.
აღნიშნულ პერიოდში გულის ოპერაცია მქონდა გაკეთებული და სამსახურში არ დავდიოდი.
წერილი ჩემმა კოლეგამ ნახა.
რამდენიმე დღის მერე კი გაუგზავნა ჩეკი ფინანსური დახმარებისთვის…
არა, ეს არ იყო თანხა რომელიც ორგანიზაციის ბიუჯეტიდან მოიხსნა. ეს მისი პირადი დანაზოგი იყო და ამის შესახებ მე ძალიან გვიან გავიგე… მას შემდეგ, როცა ბზა მივიღე ნაცვლად გაწეული სიკეთისა…
არადა ეს კეთილი კაცი, მე კი არა, ჩემი მეგობარი, ბრუნო ნარდინი გახლდათ, რომელმაც გოგონას მამა გადაურჩინა.”
კომენტარები