“ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაზარალებულად ცნობის სტატუსის მინიჭებას “ფეიკი” უწოდა და თქვა:
“როცა ადამიანები არ არქმევდნენ რაღაცეებს თავის სახელს, ამ მოვლენას ადრე ერქვა აფერისტობა, ამის ჩამდენ ადამიანებს – აფერისტები. გართულდა ცხოვრება და ამ ბოროტებამაც სხვა სახელი მიიღო, 21-ე საუკუნის გამოვლინებაა ფეიკი, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. 2-3 საათის პიარული ე.წ. წარმატებისთვის მზად არის ეს ხალხი, რომ თვალებში შეაყაროს ნაცარი საზოგადოებას. თითქოს ვერ ვნახავთ და ვერ გავერკვევით, რომ არის 55-ე მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუკი ვინმე პირი შეიტანს განცხადებას, თვითონ ეს განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებულად წოდების მომენტი და არა რაიმე სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება”
კომენტარები