“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა:
“რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა რა ენა ესმის და რა ენით უნდა ელაპარაკონ. ამ ადამიანებმა მთავარი შეცდომა იმაში დაუშვეს, რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობას უთხრეს, რომ ჩვენთან დიპლომატიურ საუბარს არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ასე ველური ფორმით, ასე უტიფარი ფორმით და ასე კატასტროფული შეცდომით დიპლომატებთან არასდროს საქართველოს ისტორიაში არავის ულაპარაკია. ამიტომ მივიღეთ პირდაპირი მოთხოვნები. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ ეს შეურაცხმყოფელია, ჩვენ ახლა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო. ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა და ესმის პირდაპირი მითითებები. ამას არ გააკეთებ და ყოფა გეტირება. ეს ენა ესმის და ეს ძალიან ცუდია, ეს მათ პოლიტიკურ უმწიფარობაზე მეტყველებს”
კომენტარები