ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, მარტში ჩემთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტვის მთავარი სამიზნე ყირიმი იქნებოდა და ეყრდობოდით უკრაინის პრეზიდენტსა და მთავარსარდლის, ზელენსკის განცადებას, რომელმაც იგივე თქვა რამდნიმე დღით ადრე. ამ დროს, ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი თავდაცვისა და სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი გენერლები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა მთავარ ძალებს დონბასის მიმართულებით გადაისროდა და ყირიმს არც კი ახსენებდნენ. ზელენსკის განცხადება კი უგულვებელყვეს, უფრო პოლიტიკურად და ზედმეტად ამბიციურად მიიჩნიეს. გამიხარდა, რომ ქართველი ექსპერტი იყო ერთადერთი თუ არა, ერთერთი, რომელმაც გამოიცნო უკრაინის სარდლობის გეგმა და ეს „ალიაში“ დაიბეჭდა კიდეც.
– დიდი მადლობა, ჩემი პროგნოზის ასეთი შეფასებისთვის! ეს პროგნოზი პრეზიდენტ ზელენკის განცხადების გარდა, ჩემს მიერ დამუშავებულ სხვა ანალიტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა. უკრაინამ უკვე დესანტი გადასხა ყირიმში და ცხადია, მთავარი სამიზნეც ყირიმია. როდესაც ეს პროგნიზი გავაკეთე,მაშინ ვთქვი, რომ პარალელურად დონბასისა და სხვა მიმართულებებითაც განხორციელდებოდა კონტრშეტევა. ასეც მოხდა. ახლა უკრაინელები დაიწყებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებით. უკვე დაიბრუნეს სტრარტეგულად მნიშვნელოვანი დასახლება რობოტინო. აქედან მერიტოპოლამდე დაახლოებით 70 კმ–ია, მარიუპოლამდე– 100 კმ–დე. ეს ძალიან მყიფე და მოწყვლადი პოზიციაა რუსეთისთვის, რადგან სამხედრო–სტრატეგული კუთხით, ეს მანძილი არც თუ დიდ მონაკვეთებად ითვლება. პრინციპში, ბრიგადებსა და საარმიო დაჯგუფებას შეუძლიათ 5–6 დღეში გადალახონ ეს მონაკვეთები, თუ ღრმა გარღვევასა და ოპერატიულ სივრცეზე წავლენ. შესაბამისად, ზაპოროჟიეზე შეტევა უკრაინის ჯარს მისცემს საშუალებას ყირიმის ბლოკადაში მოქციოს. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელებმა ეფექტურად შეუტიეს ყირიმს ზღვიდან და ჰაერიდან. ყირიმის ბლოკადა ნიშნავს, რომ მას შეუწყდება ლოჯისტიკური და ზურგის მომარაგება. ეს თუ მოახერხეს, მერე გადავლენ ყირიმის გათავისუფლების ოპერაციაზე. ყირიმის დაბრუნებას უდიდესი გეო–პოლიტიკური და გეო–სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მერე უკვე უკრაინის დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლება შედარებით გაიოლდება, რადგან ეს იქნება ერთგვარი გარდატეხა ამ ომში. ახლა რასაც ვუყურებთ და რა ინფორმაციაც არსებობს, იმაზე დაყრდნობით, წესით ამგვარად უნდა განვითარდეს მოვლენები.
– ყირიმი თუ დაიბრუნეს უკრაინალებმა, ამას ერთგვარი სიმბოლური მნიშვნელობაც ექნება. 2014 წელს, ყველაზე დიდი ზარზეიმი რუსეთში ყირიმის აღების შემდეგ ჰქონდათ და ყველაზე დიდი ფული ყირიმში ჩაყარეს. პუტინიც არ მალავს, რომ მისი მმართველობის ყველაზე დიდი მონაპოვარი ყირიმია.
– კი, ბუნებრივია. ეს იქნება ერთგვარი კარტ–ბლანში. ადრე ამის განხორციელების პერპექტივები ძალიან ბუნდოვანი იყო, ახლა კი უახლოვდება რეალობას. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკრაინელები თავიანთ დროშას აფრიალებენ და ამით ყირიმში თავიანთ ყოფნას აფიქსიერებენ. ეს მართლა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტია. ახლა აპირებენ, მოახდინონ ყირიმელი თათრების აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ. უკვე იქმნება მათგან რამდენიმე სამხედრო შენაერთი და ჩაერთვებიან ყირიმის გათავისუფლების ოპერაციაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა მოახდინეს რუსეთის ძალების დეზავუირება, შეტევის ფორსირება და ხარკოვის მიმართულების ნაცვლად ყირიმის მიმართულებით შეუტიეს, რასაც, როგორც თქვენ ამბობთ, ამას არავინ ელოდა და ჩემი პროგნოზი ერთი–ერთში ახდა.
–ყირიმის თუ აიღეს, ეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს?
– ცხადია, ასე იქნება. ეს რუსული სამხედრო უკუპაციის სრული კრახი იქნება. ამის მერე ოპერატიული უპურატესობა უკრაინის ხელში გადავა და ბირთვული ტაქტიკური იარაღიც რომ გამოიყენოს რუსეთმა, ვეღარც ეს უშველის, უკრაინის არმიას ვერ შეაჩერებს. ეს იქნება იგივე, რაც რუსების გამოქცევა ჩეჩნეთიდან, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. პუტინისა და რუსეთის მთავრობის პოზიციები უკვე სერიოზულად შეირყა. პუტინსაც და მის მთავრობასაც, რაც ის პრეზიდენტია, ყველაზე დაბალი რეიტინგი ამჟამად აქვთ. პუტინის რეიტინგი 65% პროცენტია, როდესაც 76%–ზე დაბალი რეიტინგი არასდროს ჰქონია. ცხადია, რუსეთის ხელისუფლება მალავს ამას, მაგრამ ინფორმაცია ჟონავს. რუსეთის მეგაპოლისებში მცხოვრები მოქალაქეები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ. მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებზე მოხდა „დრონებით“ თავადსხმა, კრემლის თავზე ბომბი ჩამოაგდეს, რამდენიმე დღე მოსკოვის აეროპორტები დაკეტეს და ქალაქში წესრიგის დასამყარებლად სამხედროები და ტანკები გამოიყვანეს. ეს ყველაფერი დაინახა ხალხმა, ახლა ტანკსა და აფეთქებულ კრემლს სად დამალავდნენ? პრიგოჟინის ამბოხმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა პუტინს. ხალხმა დაინახა, რომ ის საკუთარ გარემოცვას ვეღარ აკონტროლებს და ბუნებრივად გაუჩნდათ კითხვა – შეძლებს ასეთი კაცი ქვეყნის კონტროლსა და მისი უსაფრთხოების დაცვას? ცხადია, ეს კითხვა პუტინის გარემოცვაშიც ბევრს აწუხებს. მოკლედ, პუტინი და კრემლში მისი ერთგული ხალხი დასუსტდნენ და ვფიქრობ, ასეთი ხალხი უფრო და უფრო კლებულობს პუტინის გარემოცვაში.
კომენტარები