მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანია, “ტვ პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუს დროს საუბრობს მიზეზებზე, რატომ ჩამოვიდა ქვეყანაში და ამბობს:
“მესამე პრეზიდენტის არაკანონიერად ციხეში ყოფნა, მისი პოლიტიკური დევნა, რაც უკვე დასაბუთებულია და არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, გარდა იმ ხალხისა, ვინც თავს ისულელებს. მეორე მიზეზი, ვყოფილიყავი ახლო არამარტო მასთან, ჩემ დასთანაც, შემდეგი მიზეზია 21 დეკემბერი, ჩვენ დაბადების დღეებს ყოველთვის ავღნიშნავთ მთელი ოჯახი, სადაც იყო ყველგან ჩავდიოდი.”
მან თქვა, რომ ჩამოსვლის დღიდან მოითხოვა სააკაშვილან შესახვერად და მისთვის ჯერ არც თანხმობა უთქვამთ და არც უარი.
“უდიდესი ღვაწლი გასწია საქართველოს სახელმწიფოებრიობის აშენებაში, ვიღაცას ჰგონია, რომ მისი როლი დამთავრდა – არავითარ შემთხვევაში, მიშას აქვს ძალიან ბევრი პოზიტიური მუხტი დარჩელი, ბევრი სიკეთეს გაკეთების პოტენციალი და საშუალებაც.
მქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, რამოდენიმე სენატორთან, მქონდა შტატის ორ გუბერნატორთან საუბრები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გაეროს კომიტეტთან, ჟენევაში და სხვა ორგანიზაციებთან, რათა კიდევ და კიდევ დამეფიქსირებია ის უსამართლობა, რაც ხდებოდა საქართველოში. ეს ვითარება იწვევს შეშფოთებას, მათ შორის პოლიტიკური კლულტურის, პრეცედენტის, არავის უნდა ეს გახდეს მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტი ნორმალურ მოვლენად, როცა პრეზიდენტებს ქუჩაში დაავლებენ ხელს, ჩასვამენ, დაუწყებენ ლიფტებში თრევას და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია ახლაც, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის თავისუფალია. რაც შეეხება მის ფიზიკურ თავისუფლებას, აქ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ერთ-ერთი, უახლოესი, გამოიჩინოს საზოგადოებამ გონიერება იმისა, რომ ხდება მასობრივი დარღვევა ადამიანის უფლების. ლაპარაკია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების დარღვევაზე!” – ამბობს თემურ ალასანია.
ნოდარ მელაძის კითხვას, რისი იმედი აქვს, გონება გაუნათდება ღარიბაშვილს ან ივანიშვილს და გაათავისუფლებენ? – თემურ ალასანია ასე პასუხობს:
“გონების განათება ნამეტანი მოგივიდათ, იძულებულნი გახდებიან. პირველი – ეს არის ხალხი, ხალხის აქტიურობა, ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერი პირველი საწინდარი მიშას თავისუფლების. დღეს ვერ ვხედავთ (ქუჩაში ხალხის აზვირთებულ ტალღას), მაგრამ თქვენ არ იცით, რა მოხდება ხვალ. მაქვს ამის მოლოდინი.“
მან ისაუბრა სააკაშვილის მდგომარეობაზეც და თქვა:
“სამედიცინო კუთხით, ვერ გიპასუხებთ, რაც შეეხება მის სულიერ სიძლიერეს, მიშა გაძლებს იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭიროა. ამას გპირდებით მე! მას ვერ გატეხავენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ მიშამ ბრძოლაზე თქვას უარი.”
თემურ ალასანია ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ამჯერად ნამდვილად მოდიოდა საქართველოში და დასძენს, რომ მიშა კარგი იურისტიცაა და მას უხერხულ მდგომარეობაში არც ჩააყენებდა. თუმცა, ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მათ წინა წლებში ისაუბრეს:
“2016, 2018 წლებში ვეუბნებოდი, რომ ასეთ ნაბიჯში არის რისკი და უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, იმაში კი არა, რომ არ დაგიჭირონ, თუნდაც იმ მონაკვეთში, რომ აი, შენი ეს ნაბიჯი იქნება შეფასებული სათანადოდ საზოგადოების მიერ და იქნება აღქმული როგორც სწორი პოლიტიკური გადაწვეტილება დასავლელი პარტნიორების მიერ.”
თემურ ალასანიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა გარკვეული გარანტიები მიიღო უცხოეთიდან, ან საქართველოდან თავისი პარტიის მხრიდან:
“მინიშნებითაც ვერ მივდივარ, ვის შეიძლებოდა ასეთი გარანტიები მიეცა და თუ მისცემდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იმისთანა, რომ ამ გარანტიებს დაიჯერებდა.
გარკვეული ინფორმაციები მოდიოდა საქართელოდან, თქვენ გელოდებიან, თქვენი ჩამოსვლა იქნება დროული – ასეთი არავის უთქვამს, ეუბნებოდნენ, რომ თუ ჩამოხვლათ, კი, იქნება კარგი, თუმცა იყო სხვებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს თქვენი ჩამოსვლა არ არის მიზანშეწონილი, თუნდაც იმიტომ რომ ვერ შევძლებთ უსაფრთხოებას, მესამეები, ხელისუფლებიდან, მუქარას უგზავნიდნენ. ასე რომ იმის თქმა, ვიღაცამ მოატყუა, შეაცდინა… მიშასნაირი ადამიანის მოტყუება და შეცდენა ძალიან ძნელია.”
კითხვას, ეკონტაქტებოდა თუ არა სააკაშვილი ივანიშვილს და დაურეკა, თუ არა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თემურ ალასანია ასე პასუხობს:
“ივანიშვილთან დაკავშირებას არ ცდილობდა. დარწმუნებული ვარ იმდენად, რომ გარანტია შემიძლია მოგცეთ. შეუძლებელ რაღაცას მეკითხებით. ლაპარაკია აქ ორ განსხვავებულ მსოფლმხედვლებლობაზე, ისინი სხვადასხვა სიბრტეში არსებობენ.”
კომენტარები