ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი, ზურაბ ხუბულაშვილი.
– ზურა, რას იტყვი რუსეთ–უკრაინის ომის შესახებ, რომელმაც შეცვალა მსოფლიო და რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ახლო მომავალში?
– “პაგრანიჩნიკმა” სააკაშვილმა მოახერხა დასავლეთის დისკრედიტაცია საქართველოში, ხოლო 2008 წელს ნატოში არმიღებამ და ცხინვალის ომმა, ქართველებში დაამკვიდრა აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველა უყურებს გამოსაყენებლად, ამიტომ, დასავლეთს ვერ ვენდობით, ხოლო რუსეთიდან მომავალი სასიკვდილო საფრთხე უნდა გავანეიტრალოთ რუსეთის ფეხებთან განრთხმით. უკრაინაში ომმა ეს განწყობა კიდევ უფრო გაამყარა. უკრაინის გამარჯვებაც კი ვერ უშველის საქმეს, რადგან საქართველოს დასანგრევი ძალა დამარცხებულ რუსეთს მაინც გააჩნია. ამიტომაც რუსეთს უნდა დავუჩოქოთ, მარტო ასე შეგვიძლია გადარჩენაო. აი, თუ რუსეთი ბოლომდე განადგურდა, მაშინ შეგვიძლია რამეზე ფიქრი, მანამდე არაო. ეს განწყობა ერის უმრავლესობაშია, რის გამოც ღარიბაშვილის საქმიანობა ბევრისათვის მისაღები და სასურველიც კია. დასავლეთს პრაქტიკულად ულტიმატუმი წავუყენეთ – ან მიგვიღეთ ნატოში და ევროკავშირში, აშშ–მ უვიზო მიმოსვლა დაგვიწესოს, ან ჩვენ რუსეთს დავემონებით, სხვა გზა არ გვაქვს, რადგან არ გვინდა უკრაინასავით დაგვანგრიოს რუსეთმაო. ამას იზიარებს ერის მოზრდილი ნაწილი, რომელსაც მოწონს ამ ხელისუფლების პოლიტიკა. ხელისუფლებასაც ძალიან მოსწონს შექმნილი ვითარება, კარგ ხეირსაც ნახულობენ და თან საქართველოს პატრიოტებად წარმოაჩენენ საკუთარ თავს.
ამერიკა ამას უყურებს და რაც გააკეთეს ის არის, რომ ქართული პოლიტიკური ველი მოსწორებულია, ამომრჩეველი ელოდება ახალ პროამერიკულ პარტიას, რომელიც საქართველოს მოუტანს ყველაფერს, რასაც აშშ–სგან ველოდებით, დაიწყება საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საქართველო გახდება ძლიერი– მილიტარისტული, ეკონომიკაგანვითარებული ტექნოლოგიებით. ებრაელები ეთამაშებიან ღარიბაშვილს და პრინციპში უწონებენ პოლიტიკას. ებრაელებს ღარიბაშვილის ლოიალობა სჭირდებათ ირანში წასამართი სამხედრო მოქმედებებისათვის და ესაა ებრაელების აბსოლუტური პრიორიტეტი. ინგლისი თავის ინტერესებს ანხორციელებს და პრინციპში პრიორიტეტს ანიჭებს უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას, რისთვისაც საქართველოსაც გამოიყენებდა სიამოვნებით, ხოლო რუსეთზე გამარჯვების შემდეგ მინგრეული საქართველოს აღდგენასაც მიჰყოფდა ხელს და საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღმშენებლობასაც შეუერთდებოდა.
სახეზეა ქართველი ერის ტრანსფორმაცია ევროპულ ერში, როდესაც ევროპული პრაგმატიზმი, მერკანტილიზმი და მატერიალური რაციონალიზმი გახდა ქართველი ერის წარმმართველი იმპულსი, რაც აქამდე არ ყოფილა. საქართველო გაიზარდა და აღარ უნდა გულუბრყვილო რომანტიზმი, რომელმაც მრავალჯერ დაღუპა. ახლა ჭკვიანური პოლიტიკის დროა და ამ პოლიტიკას ანხორციელებს ღარიბაშვილი– ასეთია „ფეესბეს“ ნარატივი, რომელიც ქართველებს მოეწონათ. ანუ, დასავლეთი ლამის ძალით გვიშენებს სახელმწიფოს, ხოლო გაკოტრებული რუსეთი ამ თამაშში ჩაერთო იმ კუთხით, რომ დასავლეთს აიძულებს საქართველო ნატოში გააწევრიანოს. რუსებს ეს კარგად გამოუვიდა ფინეთის მაგალითზე და ახლა ეს საქართველოს მაგალითზეც უნდათ განახორციელონ და სავარაუდოდ, ასეც იქნება. ანუ, რუსეთის დესტრუქციას საქართველოს სასარგებლოდ შემოატრიალებს განგება და რუსები მიიღებენ იმას, რასაც ყოველთვის, რაც ფინეთში მიიღეს. კერძოდ, საქართველოში გაიხსნება აშშ–ს სამხედრო ბაზები ანაკლიაში და ვაზიანში… თავად განგებას უნდა ასე და ასეც იქნება!
საკმარისია აშშ–მ დაითანხმოს გერმანია და საფრანგეთი საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების კუთხით და რუსები გაებმევიან საკუთარი ხელით დაგებულ მახეში, ხოლო საქართველოს ეშველება… უკრაინის გამარჯვება რუსეთზე არის აქეთკენ მიმავალი გზა. თურქეთში და ირანში მოსალოდნელია სახელისუფლებო ცვლილება, რასაც მოყვება ანგლო–საქსური ნარატივის განხორციელება, როდესაც ირანი და თურქეთი ერთმანეთს შეებმევა, კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველოს გაწევრიანებას ნატო–ში, რომელიც გარდაუვალი ხდება და თავად მოვლენათა მიმდინარეობით არის განპირობებული. აშშ–ს და ნატო–ს სჭირდება საკუთარი სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიაში, ეს ნათელია. ყოველივე ამას ისრაელი ახორციელებს ნათანიაჰუს მეთოდით, ღარიბაშვილის ხელით, ხოლო რუსეთი ისევ გაება მენტალური სისუსტის მახეში და მალე ისევ აღმოხდება– „ნას აპიატ ნაიბალი“. ღარიბაშვილი ახმოვანებს რუსულ ნარატივს, რითაც რუსეთი კმაყოფილია, ხოლო ისრაელს რუსეთის ხელით საქმე მიყავს იმ მიმართულებით, რომელიც მათაც და ანგლო–საქსებსაც აწყობთ და საბოლოოდ საქართველოსთვის იქნება გამოსავალი. ასე გვიშენებს მსოფლიოს მმართველი ტრილატერალი (აშშ, ინგლისი და ისრაელი) სახელმწიფოს ისე, რომ ქართველები თავადაც აზრზე ვერ მოვსულვართ… ღარიბაშვილის პატრიოტული და„კონსერვატიული“ მოძრაობა ანგლო–საქსური და ებრაული ინტერესების ფერხულშია ჩამდგარი და ეს სულ არაა გასაკვირი, რადგან მსოფლიოს მმართველი ტრილატერალი სახიფათო ინტელექტუალურ უპირატესობას ფლობს ანტიტრილატერალის (რუსეთი, ირანი, ჩინეთი) წინააღმდეგ ცივილიზაციურ ომში, რომელიც ამჟამად უკრაინაში მიდის, მალე ირანში გაგრძელდება და ფერგანაში დასრულდება. ეს გამოიწვევს ირანის და ჩინეთის დაშლას სამ ნაწილად, რუსეთის განადგურებას და თურქეთის დაშლას ასევე სამ ნაწილად. საქართველო კი მხოლოდ იხეირებს… ასეთია ღვთის ნება, რომელიც კაცთათვის შეუცნობელია და ანგლო–საქსებისა და ებრაელების ხელით ხორციელდება საქართველოს სასარგებლოდ.
–ზურა, იქნებ უფრო დააკონკრეტო ებრაელების გავლენა ღარიბაშვილზე და მათი ინტერესები?
– შენ იცი ირან–ისრაელის პრობლემა. აზერბაიჯანს მთელი სამხედრო–საჰაერო სისტემები ისრელმა მისცა. დღეს ისრაელს კარგი ურთთიერთობა აქვს თურქეთთან და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანთან. ყველაფერი მიმართულია ირანის წინააღმდეგ. ირანი ისრაელის დაუძინებელი მტერია და რადგან ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ „ომის პარტიის“ მომხრეა, ჩვენი რეგიონის ქვეყნები ჩაბმულნი უნდა იყვნენ ანტიირანულ პოლიტიკაში. ამას ეწინააღდეგება რუსეთი, მაგრამ პროცესები ისე მიდის, ირანს საკუთარ პრობლემებში ჩაფლული რუსეთი ვერ გადაარჩენს. დღეს მსოფლიოში არის 4 იმპერია– რუსეთის, სპარსეთის, თურქეთისა და ჩინეთის. დღეს დადგა რუსეთის საკითხი. რუსეთის საკითხის გადაწყვეტის მერე დადგება ირანის საკითხი. პრინციპში, უკვე დგას. ძალიან მალე ირანი სამ ნაწილად გაიყოფა. ქურთები წაიღებენ თავისას, აზერბაიჯანის 30 მილიონიანი დიასპორა შექმნის სახელმწიფოს და ირანს დარჩება შუა სპარსეთი. აზერბაიჯანელების ირანში შექმნილი სახელმწიფო, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს არ შეურთდება. რატომ? ალიევის კლანი თუ დარჩა, ამ კლანს არ აწყობს ორი აზერბაიჯანის გაერთიანება. 10 მილიონიან აზერბაიჯანს 30 მილიონი რომ დაემატოს, მაშინ ალიევის კლანს უკვე ბოლო მოეღება. იქნება აზერბაიჯანელების ორი სახელმწიფო. მერე დგება თურქების საკითხი. უკვე დადგა დრო, 45 მილიონიანმა ქურთებმა შექმნან სახელმწიფო და ქურთები წაიღებენ თურქეთის, სირიისა და ერაყის ნაწილს. ჩინეთშიც დაიწყება უიგურების დაუმორჩილებლობა. უიგურები მუსულმანები არიან, პროთურქული ტომები და ცხოვრობენ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის საზღვართან. დიდი ხანია მოითხოვენ ავტონომიას, 30 მილიონამდე არიან. ამას დაუმატე ტაივანის პრობლემა, რომელიც ჩინეთს ყველში აქვს გაჩხერილი და მალე ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. რუსეთის დაშლის თუ დასუსტების პროცესი დაწყებულია და რიგში ეს 3 იმპერიაა. პროცესები იქითკენ მიდის, რომ ოთხივე იმპერია დაიშლება და შესაბამისად, ყველაზე დიდი ტოტალიტარული სახელმწიფოები აღარ იარსებებენ. ეს ერთგვარი ბრძოლაა დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმისა და ეს ბრძოლა, ტოტალიტარიზმის დამარცხებით დამთავრდება.
ახლა უკვე საქართველოს მივადექი. ჩვენთვის ევროკავშირი და ნატო არ არის მთავარი. თუ არ გვიღებენ, ნუ გვიღებენ. საქართველო რამაც შეიძლება გადაარჩინოს, ეს არის ამერიკასთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება და საქართველოში ორი ამერიკული ბაზის განთავსება მარნეულში და გონიოში. ამ ორი ბაზისა და მისთვის საჭირო სამხედრო ინფრქსტრუქტურის (რადიოლოკაციური, საჰაერო–თავდაცვითი სისტემების, სამეთაური პუნქტის…) სხვა და სხვა ადგილებში განსათავსებლად,ამერიკა მინიმუმ, 4–6 მილიარდ დოლარს გადაგვიხდის წელიწადში. ამერიკული სამხედრო ბაზები ნიშნავს მშვიდობას არა მარტო საქართველოში, მთელ სამხრეთ კავკასიაში. ეს ერთ დიდ პრობლემასაც მოხსნის–საქართველოს ევროკავშირში შესვლის აუცილებლობის საკითხი მოიხსნება და ბოლო მოეღება იმ რიტორიკას კონსერვატიული და კონსერვატორებად მონათლული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ, რომ ევროკავშირის წევრობა ტრადიციებს, ეროვნულ ფასეულობებს, იდენტობას დაგვაკარგინებს. მორჩება იმაზე ლაპარკი, რომ ევროპაში მარტო გეები არინ და ევროპას არაფერი არ გააჩნია კარგი. ქვეყანაში თუ მშვიდობა იქნება, ამას მოჰყვება ანაკლიის პორტის აშენება, ფოთის პორტის გაფართოება და მილირდობით დოლარის უცხოური ინვესტიციები შემოდინება. დღეს ამბობენ, ამერიკამ ერთი ქარხანა რატომ არ აშენენა საქართველოში, ევროპაც რატომ ერიდება მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასო. იმიტომ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არ არის ქვეყანაში. ამ ხელისუფლების პირობებში, ხუთჯერ აღიძრა საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, ხელისუფლების ლიდერები მუდმივად დესტაბილიზაციის მცდელობაზე, რევოლუციების მოწყობსა და სახელმწიფოს ძალით დამხობაზე ლაპარაკობენ. მთელ მსოფლიოს, თავად ხელისუფლება ეუბნება, რომ ჩვენთან არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაა, ყოველ ორ წელიწდში ერთხელ სახელმწიფო გადატრიალებას გვიპირებენო და რომელი ნორმალური უცხოელი ბიზნესმენი ჩასდებს ასეთ ქვეყანაში ფულს? ჩვენი რკინიგზა მუშობას ვერ აუდის, რუსეთს კიდევ დიდი ხნით ექნება სანქციები, უკრაინაში რა მოხდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სიტუაცია წლები არ დალაგდება, სარკინიგზო თუ საზღვაო ტვირთებმა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, საქართველოს გავლით უნდა გაიაროს, ეს ერთ–ერთი მარშრუტია და ცხადია, ბევრ მოუტანს ქვეყანას. ამერიკული ბაზები რომ საქართველოში განთავსდეს, ტვირთების რაოდენობა გაიზრდებოდა. ანაკლიის პორტი კი სრული დატვირთვით ამუშავდებოდა, საქართველოს ბიუჯეტი, მინიმუმ სამჯერ გაიზრდებოდა. იმდენი ტვირთი იქნება, ჩვენი რკინიგზა შესძლებს თუ არა მის გატარებას, ეგ გაგვიხდება საკითხავი. ამერიკასთან სამხედრო ხელშკრულება თუ გავაფორმეთ, ეს ნატო–ში საქართველოს შესვლის საკითხსაც მოხსნის. ნუ მიგვიღებენ. ეს „უსაფრთხოების ქოლგა“ გვექნება და ისღა დაგვრჩება, ქვეყანას მივხედოთ ავაშენოთ. უცხოური ინვესტიციები, ანაკლიის პორტი და ფოთის პორტის გაფართოება, ტვირთბრუნვის გაზრდა თავისთავად გამოიწვევს მუშა ხელის საჭიროებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტების ნაწილი დაბრუნდება საქართველოში. მეტიც, აფხაზეთიდან გადმოვლენ აფხაზები ჩვენთან სამუშაოდ, რადგან თითქმის მთელი აფხაზეთი უმუშავარია. ეს უკვე პოლიტიკაა. მოხდება აფხაზების ინტეგრაცია ქართველებთან და რაღაც ახალი პროცესები დაიწყება. რამდენიმე წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ–მეთქი მაგას არ ვამბობ, მაგრამ რუსეთის იმპერიის დაშლის კვალობაზე, აფხაზები ჩვენსკენ გადმოიხრებიან და აფხაზეთის დაბრუნების შანსი გაიზრდება. აქვე ტურიზმზე ვიტყვი. ბევრი ამბობს, რომ საქართველოში არ ჩამოდიან მდიდრები ევროპიდან, ამერიკიდან, კანადიდან და ქვეყნებიდან, ძირითადად საშუალო ფენა ჩამოდის და ისინი ცოტას ხარჯავენ. უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, არასტაბილური ქვეყანა ვართ და შეძლებული ადამიანები იმიტომ არიდებენ აქ ჩამოსვლას თავს. ამერიკული ბაზები არ პრობლემსაც მოაგვრებს–უსაფრთხო ქვეყანაში ყველა სოციალური კატეგორიის ხალხი იმოგზაურებს. ეს კი ტურიზმს შემოსავალს დიდად გაუზრდის. ამერიკასთან სამხედრო ხელშეკრულება, ჩვენთან ამერიკის ბაზების განთავსება საქართველოს გადარჩენის და დაგროვილი პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების ერთადერთთი გზა.
–საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსებაზე რა რეაქცია ექნება რუსეთს? რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან?
–რა რეაქცია ჰქონდა რუსეთს უკრაინაში ამერიკული ჰაერსაწინააღდეგო სისტემის, “პატრიოტის“ განთავსებას? არც არაფერი. 50 რაკეტა ესროლეს რუსებმა უკრაინლებს და ამერიკულმა სისტემამ ყველა ჩამოაგდო, მათ შორის, ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა „ჯინჟალი“, რომლითაც რუსები ამაყობდნენ და ამბობდნენ, მისი ჩამომგდები რაკეტა არ არსებობსო. აგერ, ფინეთი შევიდა ნატო–ში, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და რა ქნა რუსეთმა? ვერაფერი, აპროტესტესდა აპროტესტეს და ამით დასრულდა ყველაფერი. ბალტიის ზღვაზე რუსეთის კიდევ ერთი მოსაზღვრე ქვეყანა, შვედეთი ამ ზაფხულს შედის ნატო–ში და რუსეთს ბერკეტი არ გააჩნია, რომ დაბლოკოს.
–თუ ამერიკული ბაზები დადგა საქართველოში, ეს თავდაცვის ხარჯებაც დაგვიზოგავს?
–დაგვიზოგავს კი არა, სიმბოლური ხარჯები გვექნება გადადახდელი. სადაც ნატო–ს ბაზებია, ყველა ხარჯს, ფაქტიურად, ამერიკა ფარავს–98%–ს და ის ქვეყნები მხოლოს ხარჯის 2%–ის იხდიან. უსაფრთხოების ყველა სახის სისტემა ექნება ამ ბაზებს, მარტო საქართველოს კი არა, მთელ სამხრეთ კავკასიას მოიცავს. 4–6 მილიარდს გადაგვიხდის ამერიკა ამ ბაზების იჯარის და სხვა ხარჯებს ყოველწლიურად და ჩვენი სამხედრო ხარჯები იქნება მინიმალური. სადაც ამერიკული ბაზა დგას, იმ ქვეყანასთან ომის დაწყებას ყველა ერიდება. ეს დააოკებს აზერბაიჯანელებისა და სომხების სეპარატისტულ ზრახვებს საქართველოს ტერიტორიების მიმართ. ეს ბაზა იქნება თურქეთისა და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი. რუსეთის შესაძლო აგრესიის პრობლემა მოიხსნება და თურქეთის პრობლემა, თუნდაც აჭარასთან მიმართებაში, აღარ დადგება. აგერ, 10 მილიონიანმა ისრაელმა ირანს 7სამხედრო ბაზა გაუნადგურა, დაუბომბა და ირანმა ერთი ბომბი ვერ ესროლა ისრაელს. რატომ? იმიტომ, რომ ისრაელი ამერიკის სამხედრო მოკავშირეა და ირანი ამერიკას ვერ დაუპირისპირდა. ვერც ის ისლამური ქვეყნები, ვინც ირანის მოკავშირებად ითვლებიან. ეს კიდევ ერთს ადასტურებს–რუსეთი უკვე დასუსტებულია, ირანს მისი იმედი აღარ აქვს. ან რისი იმედი უნდა ჰქონდეს, როდესაც ირანი იქით აწვდის რუსეთს დრონებს?. რუსეთი ირანის დასახმარებელი გახდა და ისრაელს შერჩა რუსეთის მოკავშირე ირანის ბაზების დაბომბვა. რუსეთის საქმე იმაზე უარესად არის, ვიდრე ზოგს წარმოუდგენია.
–ამერიკას უნდა, ჩვენთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება და სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში?
–კი, ამერიკას უნდა ბაზები საქართველოში. ამ ბაზებით შავი ზღვის რეგიონში და ახლი აღმოსავლეთის გზასაყარზე შემოდიან. ბოლოს და ბოლოს, მერე თუ ნატო–ში შესვლა გადავწვიტეთ, უფრო იოლად შევალთ ნატო–ში, როგორც ამერიკის სამხედრო მოკავშირე. თუ არადა, იმ სახელმწიფო ქვეყნების მოკავშირეები გავხდებით, რომლებიც მომავალში ამინდს შექმნიან ევროპაში–პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. ბოლოს იმას ვიტყვი, უნდა დაფიქრდეს ქართული საზოგადოება, ამერიკასთან სამხედრო ხელშეკრულების და აქ ორი ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, მარტო მაგ ყველაფერის გამო ღირს ამის გაკეთება. ამ ხელისუფლების პირობებში არ ვიცი, ეს მოხდება თუ არა, მაგრამ მოვა ახალი ხელისუფლება და მიხვდება, რომ ნატო–ში შემიშვი–არ შეგიშვებ და ამ ჯაჯგურს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს ვარიანტი სჯობს. ევროკავშირი კი ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანებაა და ვერ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიებს. პირიქით, ევროკავშირში გაწევრიანება–არგაწევრიანება აქციეს ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების მიზეზად. ხომ ყველას გვინდა საქართველო ტრადიციებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა იყოს ძლიერი ჯარით? ხომ შევნატრით ისრაელსა და იაპონიას? ჰოდა, განთავსდეს ამერიკული ბაზები საქართველოში. ამერიკელი სამხედროები არც ტრადიციებს წაგვართმვენ, არც გააპედარასტებენ ქვეყანას, როგორც ესენი ამბობენ და ხანგრძლივ მშვიდობას მოგვიტანენ, ჩვენ კიდევ დავდგეთ მერე და ავაშენოთ ისრაელის თუ იაპონიის მსგავსი ქვეყანა.
კომენტარები