ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, სამყარო ახალ, უმაღლეს საფეხურზე გადადის:
„სამყარო გადადის განვითარების ახალ საფეხურზე, ეს გადართვის პროცესი სრულად 2025 წელს დამთავრდება, მანამდე კი ეტაპობრივად მიმდინარეობს. მართალია ნელ-ნელა ხდება კოსმოსიდან ეს გადართვა თუმცა დედამიწაზე მაინც მტკივნეულად აისახება. განახლებული სამყარო ითხოვს ნათელ ადამიანებს, მაღალი მორალური ღირებულების მქონეებს, ახალ ეტაპზე, ბოღმის, შურისა და მრისხანების ადგილი აღარ იქნება, ამიტომ გარკვეულ წილად ხდება დედამიწიდან სულების გადინება, მომავალში კი, ინდიგო ბავშვების სახით, სამყაროში სინათლე და სიკეთე დაისადგურებს. ახალ ეტაპზე გადართვის ერთ-ერთი ეპიზოდი სექტემბრიდან განახლდება, ამას მოჰყვება ბევრი ადამიანის დაღუპვა, იტყვიან კორონავირუსის გამო მოხდა, თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ რატომ ხდება ეს“
კომენტარები