ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
კარგი სოციოლოგიური კვლევა დაიწერებოდა ჩვენთვის ეგზისტენციურ საკითხზე: პატრონალიზმ-კლიენტალიზმი ქართულ პოლიტიკაში.მე არც სოციოლოგი ვარ და არც საველე კვლევა ჩამიტარებია, მაგრამ რეგიონებში ძალიან ბევრი ვიარე და გამოკვეთილად ვაკვირდებოდი ამ საკითხს – როგორ არის სისტემა აგებული რომელიღაც შორეული სოფლის ქოცი კოორდინატორის სანათესაოდან დაწყებული ივანიშვილით დამთავრებული.ამას რომ წაიკითხავთ, ოპოზიციური პარტიები შეგეცოდებათ.
რასაკვირველია, არჩევნები გაყალბდა არჩევნების დღესაც, კარუსელითაც, მუქარითაც, იმ დღეს გადახდილი ფულითაც, მაგრამ ერთი ძირეული თემა არ უნდა დაგვავიწყდეს: სოფლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შენს მხარეს იყვნენ “თავიკაცები” ან “თავიქალები”, აი ის ტიპები, ქელეხებს რომ აორგანიზებენ, ჩაქაფულს თავის გემოზე რომ აყენებენ, ჭკუას რომ ეკითხებიან, სოფელში ერთადერთი ტრაქტორი მათ რომ ყავთ.ეს ადგილობრივ დონეზე უნარიანი ხალხია. ასეთებს თავის დროზე კომუნისტები უწოდებდნენ “კულაკებს”. ესენი ჯერ ნაცებს ყავდათ, მერე ქოცებმა შეისრუტეს. თუ სადმე ასეთი ადამიანი გამოჩნდა, ქოცი გამგებელი ორივე ხელს გაშლის მის ჩასახუტებლად: ექნება კოორდინატორის ან სოფლის რწმუნებულის ხელფასი, სოციალურ შემწეობასაც დაუნიშნავენ, სსიპ/აიიპ-შიც გააფორმებენ. ეს ყველაფერი არამხოლოდ მას შეეხება, არამეთ მთელს მის ოჯახს. შემდეგ, დაუმტკიცებენ მიწას, ჩაადგმევინებენ, პატარა მაღაზიას ან საბანკეტოს; მას ყოველთვის მიესვლება გამგებელთან; უფრო მწვავე საჭიროების შემთხვევაში – გუბერნატორთანაც. ეს ხალხი თავს დაფასებულად გრძნობს, არც მის ბიჭს დატოვებენ უმუშევარს. ამ კაცმა/ქალმა ეს სოციალური სტატუსი რომ შეინარჩუნოს, არჩევნებზე უნდა დადოს ხმების კონკრეტული რაოდენობა, აქციებზე უნდა გამოიყვანოს ხალხის კონკრეტული რაოდენობა. ამან ყველა ოჯახში იცის რა ხდება და საკუთარ თავზე ნაგემევ სიკეთეებს ცოტა სხვასაც გაუნაწილებს. მაგალითად, მიწის დამტკიცებაზე ან ოპერაციის დაფინანსებაზე რაიონის გამგებელთან უშუამდგომლებს სხვა ავტორიტეტულ თანასოფლელს. გზა აწუხებს სოფელს? წინასაარჩევნოდ ჩამოუყრის გამგეობას აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებს.ვიღაც ძალიან ურჯულო ოპოზიციონერი ყავს სოფელში? იმაზე სუსს ეტყვის, რომ ფულით არ იქრთამება, ცოტა ძალა უნდა მივაშველოთო. მოზრდილ და საშუალო სიდიდის სოფლებში ქოცებს მინიმუმ ოთხი ყავთ ასეთი ადამიანი: სოფლის რწმუნებული, სოფლიდან არჩეული რაიონული საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორი და ბაღის გამგე. ყველას ან თითქმის ყველას სუსის სკანირება აქვს გავლილი სანდოობაზე.მოკლედ, ეს ხალხი კარგად ცხოვრობს და საბაზისო დონეზე ადგილობრივების მომადლიერებასაც ცდილობს. აი ამათგან რომელიმეს რომ აერჩია იდეოლოგიურ საფუძვლებზე ოპოზიციის მხარდაჭერა, რა შერჩებოდათ ხელში? არავითარი სამსახური მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის; ოპოზიციური პარტიისგან საბაზისო ხელფასსაც ვერ მიიღებდა, რადგან არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს რესურსი თუნდაც 500 ლარი უხადოს ყველა სასოფლო თემში თითო კოორდინატორს; აეკიდებოდა სუსი და იქნებოდა შიშში.ჰოდა, 3000-ზე მეტი საარჩევნო უბანი რომ არის დედასამშობლოში, ყველა პარტიას რომ სჭირდება თითო ასეთი ადამიანი, რაც ჯამში 10,000 ადამიანზე მეტი გამოდის, რანაირად უნდა იპოვონ ისინი ოპოზიციურმა პარტიებმა?აგერ მაგალითი: კაცი იყო ამბროლაურის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილე ქოცებიდან. 2018-ში წამოვიდა პარტიიდან და 2021 წლის არჩევნებზე ნაცებიდან იყრიდა მერობაზე კენჭს (ახლა ახლებშია). ბავშვი სტუმრად მიიყვანა დაბადების დღეზე, იმავე დაბადების დღეზე თავისი ბავშვი მიიყვანა მუნიციპალიტეტის რიგითმა თანამშრომელმა. დაბადების დღეზე მასპინძელმა გადაიღო სურათები და დადო ფეისბუქში. იმ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს სამსახურიდან აგდებდნენ და დამტკიცება მოუწია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო, არ იცოდა ოპოზიციონერის ბავშვიც თუ იყო დაპატიჟებული. ამ ოპოზიციონერს კარტოფილი მოყავს. მიუვარდნენ სურსათის უვნებლობის თუ რაღაც ასეთის თანამშრომლები, აზოტის შემცველობას ეძებდნენ, “ნაცი ხალხს წამლავს” რომ ეყვირა ვერ იპოვეს. ამბროლაურშივე, სატყეოს თანამშრომელმა კრიტიკული კომენტარი დაუწერა ნინო წილოსანს. ცოლიც და ქმარიც გააგდეს სამსახურიდან. უნდა ასეთი ბედი და ასეთი ცხოვრება ადამიანს? არ უნდა.მეორე მხრივ, ერთ-ერთ სოფელში, წინასაარჩევნოდ ნაცებმა ერთი თვით ხუთასიოდე ლარი გადაუხადეს სოფელში აქტიურ ადამიანს. მან აიღო ეს 500 ლარი. თუმცა, იქვე, ქოცებმა რამდენიმე ათასი კვადრატული მიწა დაუმტკიცეს მას და ამუშავეს ქოცებზე.დღეს მეგობარმა ერთი სოფლის ოქმი მაჩვენა, სადაც ლელოს საარჩევნო კომისიის ორი წევრი და ორი კოორდინატორი ყავდა. იმ სოფელში ლელომ აიღო ნოლი ხმა. ხო ხვდებით რა მოხდა?ამ არჩევნებზე განსაკუთრებით ორი პირი ტყავი გაიძრეს ქოცებმა. ერთ სოფელში, რომელშიც 500 კაცი მივიდა არჩევნებზე, 100,000 ლარი დახარჯეს. მიიღეს სამასიოდე ხმა და ამისთვის ასი ათასი დაიხარჯა. კაცს, რომელიც არჩევნებზე არასდროს ყოფილა, დაპირდნენ, რომ მის საღ სახლზე გასცემდნენ ავარიულის ყალბ ცნობას და მიიღებდა კომპენსაციას. როგორც ხედავთ, საკუთარ ფულსაც არ ხარჯავდნენ, ბიუჯეტის ფულით და სახელმწიფო მიწებით ვაჭრობდნენ.ფაქტობრივად ყველა ოჯახს ინდივიდუალურად მიწვდნენ რეგიონებში.ცალკე ამბავია არჩევნების დღეს ფულის დარიგება, ბაღიდან და სკოლიდან გათავისუფლებით დაშინება; სოციალური შემწეობის შეწყვეტითა და სსიპ-დან გათავისუფლებით დაშინება.ვთქვათ, ნინოწმინდაში ამდენის დახარჯვა არ არის საჭირო, იქ უფრო იოლია ინსტრუქტაჟიც და გაყალბებაც; სოფლებში, სადაც ოპოზიცია ტრადიციულად მეტ ხმას იღებდა, რესურსებს იქით გადააკატავებდნენ.გაპიდარასტებისა და ომის შიში თვითნაბად იდიოტებს რაზმავდა, რომლებსაც ფულის აღებაც არ სჭირდებათ ქოცებისთვის ხმის მისაცემად, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად ლეგიტიმური ხმებია, რადგან ადამიანს დემაგოგიით ატყუებ და ის ტყუვდება. აქ საუბარი მაქვს იმაზე თუ როგორ და რა რესურსით უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია ბოროტების ამ მანქანას? როგორ უნდა მოიმხრო შენსკენ სოფელში მაცხოვრებელი უნარიანი კოორდინატორი, რომელსაც ოთხი წლის მანძილზე თვეში 500 ლარსაც ვერ პირდები? მეორე მხრივ, იმავე ადამიანს ხელისუფლება პირდეპა ძალიან ბევრს და ასე ინდივიდუალურად ყველა ოჯახში შედის მოქრთამვით და დაშინებით.ვიცით რომ ბოროტების ეს მანქანა, კლიენტალისტური სუბორდინაცია უნდა დაინგრეს, მაგრამ ეს ხდება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. როგორ მოდიხარ ხელისუფლებაში, როცა ასეთ მონსტრს დავითის და გოლიათის ბრძოლაში ეპაექრები?ახლა ვიღაც მოტივირებული მეტყვის, თვითონ ადამიანებმა არ უნდა მისცენ ხმა ასეთი ხალხს და უნდა ესმოდეთ რომ…ეგ რომ მთელ საქართველოს ესმოდეს, ახლა ვიქნებოდით დანიასავით ქვეყანა. რამე რეალური თქვით.1789 წელს მომხდარმა საფრანგეთის რევოლუციამ დაანგრია ბატონ-ყმობა, უუფლებო ყმისგან შექმნა თავისუფალი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ნაპოლეონურმა ომებმა ეს წყობა მთელს ევროპაში შეიტანა. ამის შემდეგ, იყო ბევრი ძალადობა, აღმა და დაღმა იარა ევროპის ისტორიამ, მაგრამ ორი საუკუნეა ევროპაში ყმები აღარ ცხოვრობენ და არიან მოქალაქეები.რა განსხვავებაა ამათ შორის? ყმა არის როგორც ნივთი. ბატონს შეუძლია ის გაყიდოს, გააჩუქოს; ბატონი წყვეტს სად იცხოვრებს და რას იზამს ყმა; ყმამ, როგორც წესი, წერა-კითხვა არ იცის; მას არავინ ეკითხება ვინ მართავს მის ქვეყანას და რა აშენდება თუ დაინგრევა მის სოფელში.მოქალაქე არის განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, საკუთარი ბედის და ქვეყნის განმკარგავი. ორი საუკუნეა ევროპაში ცხოვრობენ მოქალაქეები და ამით ევროპობს ევროპა.ჩვენთან რა ხდება? მეფის რუსეთი რომ დაინგრა 1917 წელს, წოდებრიობა და ბატონ-ყმობის ნაშთები ისევ ადგილზე იყო; ოთხ წელიწადში, ცხადია, ეს ვერ შეიცვლებოდა. 1921 წლიდან ბატონი ჩაანაცვლა სახელმწიფომ და კომპარტიამ. კომპარტია გეუბნებოდა რა წაგეკითხა და რა არ წაგეკითხა, სად გეცხოვრა და სად არა; სახელმწიფო განაწილებდა სამსახურში და ის გიწესებდა ჩარჩოებს. სსრკ-ს მოქალაქეები არ ყოლია, მას ყავდა ყმები.საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში პირველად 1991 წელს მოხდა, რომ ყმას მოქალაქის უფლებები მიენიჭა. აქედან მხოლოდ 33 წელია გასული. ყმები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ბატონ-ყმობის რეგენერაციასაც ეწევიან. ამის პირისპირ დგას ის საქართველო, რომელმაც გაზარდა თავისუფალი მოქალაქეები. სწორედ ამ ორს შორის დაპირისპირებაა ახლა ქოცობის წინააღმდეგ ბრძოლა. ქოცობა საფრანგეთის რევოლუციის ვანდეასავით არის.ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რეგიონული ლიდერი მიყვებოდა, სოფლებში რომ მივდივარ, პირველი იმას მეკითხებიან მთავრობიდან ვარ თუ არაო. ოპოზიციას რომ ვუხსენებ, ასე მეუბნებიან, მთავრობაში რომ მოხვალ მერე მოდი და ვილაპარაკოთო. შეხედეთ, ასეთი ადამიანები საკუთარ თავს მოქალაქეებად არ თვლიან, საკუთარ თავს არ ანიჭებენ გადაწყვეტილების მიმღების ფუნქციას. ისინი არიან პასიური სუბიექტები. შეიძლება სმარტფონის ხმარებაც იცოდნენ, მაგრამ გონებრივად შუა საუკუნოებრივი ყმები არიან.
მთავრობა უნდა ცდილობდეს ასეთი საზოგადოების ტრანსფორმაციას. მაგრამ არა, ქოცობა ბატონ-ყმობის გაძლიერებას და ქვეყნიდან მოქალაქეების გაძევებას ესწრაფვის.რას ვუშვებით ამას? როგორ უნდა იმუშაონ პოლიტიკურმა პარტიებმა ასეთ საზოგადოებაში? რომ არ გვქონდეს გაყალბება და გვქონდეს სამართლიანი თამაშის წესები, ამასაც მოვერეოდით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლად ძნელია ოპოზიციისთვის საქართველოს რეგიონებში მუშაობა.
კომენტარები