“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ჩალაძე:
„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს. ჩვენი კადრებით ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს.
ამას შეუძლია, მოკლას ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამას შეუძლია, მოკლას ყველა, ვინც კონკრეტულად ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება. ეს განცხადება არ არის სათამაშო. ეს მანქანა იმ წუთიდან, რაც მიშა სააკაშვილი გადმოყვანილია გორში, მისი პალატის ქვევით აყენია. გამოსხივების მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ავტომობილის ანტენების ზემოთ რადიუსზე. რომ შევადაროთ, რამდენად ძლიერია გამოსხივება, ქალაქის მასშტაბით დაყენებული ჯიესემის ანტენები ასხივებს 18 ვატის გამოსხივებას, ამ მანქანის სიმძლავრე არის არანაკლებ 200 ვატისა. თავად შეაფასეთ, როგორ კლავს ჩვენი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.
მინდა, გამოვიყენო შანსი და ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ვთხოვო, შეისწავლოს ეს ფაქტი, რომელიც დასტურდება დღეს გადაღებული კადრებით. ეს არის ავთენტური კადრები, ჩემ მიერ გადაღებული. ვთხოვ ჩვენს დიპკორპუსს, მოახდინოს ამაზე უმკაცრესი რეაქცია. არ იკმარეს, რომ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აწამეს, ახლა პირდაპირ ახდენენ მასზე ზემოქმედებას და კლავენ რადიოტალღების, რადიოგამოსხივების მეშვეობით.”
კომენტარები