ძალიან არასასურველი ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშთა სახლის წინააღმდეგ, ამ ბავშვების წინააღმდეგ და ამის ნამდვილი მიზეზი ეკლესიის დისკრედიტაციაა – ასე ეხმაურება სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარეშემო განვითარებულ მოვლენებს.
მღვდელმთავარმა კომენტარი “ობიექტივთან” გააკეთა, რომელიც “ალტ ინფოს” შემდეგ პანსიონატში შეუშვა.
მეუფე სპირიდონი:
“უამრავ ხალხს ვეკითხები. ყველა, მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ უკვე ზიზღით ლაპარაკობს, მე რატომ უნდა შემოვუშვა? თქვენ თუ არ შეუშვებთ თქვენ შვილებთან და არ გაარყვნევინებთ საკუთარ შვილებს, ესენი ჩემი შვილები არიან, მე რატო უნდა შემოუშვა? ამათ ცოდვაში გავეხვა ამ ბავშვების? ამას სიკვდილი მირჩევნია, ხმამაღლა ვამბობ, ამას მირჩევნია სიკვდილი. ერთხელ დავბადებულვარ ერთხელ მოვკვდები”
კომენტარები