მსახიობი, ბესო ზანგური, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა ქვეყანა ვართ ჩვეენ? რად გადავიქეცით.. რატომ დაპატარავდა ასე ყველაფერი.. რატომ გახდა ყველაფერი ხელმისაწვდომი?პარადებს ვუყურებ დილიდან ყველა ქვეყნის… დაწყობილი გაწკრიალებული ძლიერი ერები… რად გადავიქეცით ჩვენ??? სხვისი თეთრეულის მჩხრეკავ, გვარამიას და სანაიას ქვეყნად… ის დაიჭირეს ეს გამოვა…
ერთი უპრინციპო ქვეყანა და ერი და ამას უზარმაზარი ტკივილი მაწერინებს და დაბოღმილი ვწერ, რადგან ზუსტად ვიცი ჩვენი პოტენციალი.
ხედავთ სადამდე მიგვიყვანა პატარა ადამიანობამ…. სად გაქრა ჩვენი მიმტევებლური, რაინდული… მეფური სულისკვეთება… სად დაიკარგა ჩვენი გაბედული გენერლობა და სულიერი სიმდიდრე… რა დროში მომიწია ცხოვრება ღმერთო რა დააშავეს ასეთი ჩემმა წინაპრებმა რომ მე ვიმკი…. გახედეთ ეკლესიიდან მთავრობამდე და მერე კიდევ ქვემოთ და სულ ქვემოთ.. ჭაობი ჭაობია გინდ ფსკერი და გინდ ზედაშე… აი ეს გახდა ჩემი ქვეყანა ყიყინა ბაყაყებით… გაუსაძლისი ყიყინი…
სისხლით მევსება ტვინი ბოლომდე რომ მივყვები ფიქრებს რა არის ეს რა უბედურებაა ღმერთო ნუ მიგვატოვებ ბოლომდე ნუ გაგვწირავ… ისედაც შეწირული ერი ვართ…
მამაო ჩვენო.. წმინდაო მარიამ.. ჩვენო პატრიარქო.. ჩემო ეროვნულო ფასეულობებო … ჩემო კვეტერა… სვეტიცხოველო.. ჯვრის მონასტერო.. ძამის ხეობის უძლეველო სულიერო საძმო მონასტრებო… ამინ.
ესაა სულ.”
კომენტარები