ექიმი ნანა გეგეჭჯორი:
,,სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს უმაღლესი განათლების დანიშნულების გააზრების კულტურა.
უმაღლეს განათლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის გაძლევს ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რასაც მერე სარფიანად გაყიდი და მთელი ცხოვრება ფინანსურად და მორალურად უზრუნველგყოფს.
სწავლაში ფულის გადახდას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ამ თანხას, უნივერსიტეტში დაუფლებული პროფესიით, სამსახურში მოწყობიდან პირველი რამდენიმე წელი დაიბრუნებ და მატერიალურ კაპიტალად აქცევ.
იმისთვის რომ უმაღლესმა განათლებამ უზრულველყოს ადამიანის პროფესიული მომავალი;
– პროფესია უნდა იყოს არჩეული სწორად, აბიტურიენტის უნარების, გონებრივი შესაძლებლობების, ინტერესების და მიზნების შესაბამისად.
– სასწავლებელი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს რაც აუცილებელია სამომავლო დასაქმებისთვის.
– სასწავლებელში უნდა იყოს თანაბარი, სამართლიანი გარემო ყველასთვის ვინც იქ ხვდება.
– მინიმუმ ის მაინც უნდა იყოს გარანტირებული რომ მასწავლებლისგან კორუფციას და ნეპოტიზმს არ ისწავლის სტუდენტი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე რომ ცოდნა უნდა წამოიღოს მისგან.
– სასწავლებლის ინტერესებში უნდა შედიოდეს მისი პროდუქტის (ამ შემთხვევაში კურსამთავრებულის) კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე.
არ გვეყოლებოდა ამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი თავიდანვე სწორად რომ ირჩევდნენ პროფესიულ გზას ადამიანები.
მე რომ აბიტურიენტი ვიყო დღეს, როცა ევროპის ქვეყებთან მაინც უვიზო მიმოსვლა გვაქვს.
სკოლაში სწავლის პერუოდიდანვე მთავარ ინვესტიციას (გონებრივს) ჩავდებდი ენების შესწავლასა და უცხოეთში სწავლისთვის გზების მოძიებაში. სკოლის დამთავრებისთანავე “სავალდებულო დიპლომის” მოსაპოვებლად, მინიმალური ზღვარის ძლივს გადალახვით, პირველივე გაღებულ კარში არ შევაბიჯებდი. სასწავლებელი სადაც ასეთი დაბალი სტანდარტებით მიგიღებენ ვერ მოგცემთ იმ ცოდნას რასაც მომავალში მაღალ ანაზღაურებად გაყიდით. იმ თანხას, რასაც მძიმე შრომით უყრით თავს, უხარისხო ლექციების მოსასმენად ვერ გავიმეტებდი, თავს მოვუყრიდი და ყველა გზას მოვიძიებდი ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად.
ვერ გამოიყენებთ ბავშვებო უხარისხო განათლებას და ნუ იხდით ფულს მასში. უხარუსხო განათლებით იმ თანხასაც კი ვერ ამოიღებთ რაც ჩამონგრეულ საერთო საცხოვრებელში გადაიხდეთ.
მე არ ვურჩევდი ჩემს შვილს უმაღლეს სასწავლებელში დროის კარგვას თუ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უნარები და სურვილი. უძვირფასეს დროს აკარგვინებთ ასე შვილებს და ამახინჯებთ მათ მომავალს. ამ დროს უამრავი პროფესიაა სადაც შეიძლებოდა ვარსკვლავები მოეწყვიტათ.
მოკლედ, ჩემი აზრით პრობლემა მენტალიტეტია და არა ის რომ რექტორი ბავშვებს არ ხვდება. ეს შედეგია…
ბრძოლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს როცა მიზეზისკენაა მიმართული და არა შედეგისკენ.
რაც დღეს უნივერსიტეტის კედლებში ხდება, იგივეა მწვავე ინფარქტით პაციენტს გულის ტკივილი მორფინით რომ გავუყიჩო და არ ვეცადო დახშული სუსხლძარღვის გახსნას. დახშული სისღლძარღვია ინფარქტის მიზეზი, ტკივილი შედეგია. ტკივილის გაყუჩებით პაციენტის ტანჯვას მცირე დროით გავახანგძლივებ და ის მაინც მოკვდება.
P.S. ნუ დამესხმებით თავს ღარიბი სტუდენტების ტკივილი არ გესმისო. ამას ვწერ, თავის დროზე თვითონ უღარიბესი სტუდენტი. მთელი ჩემი ცხოვრება, დღემდე წიგნებზე დაღამებულ-გათენებული დღეები და ღამეებია. სწორედ აქედან მესმის ხარისხიანი განათლების და პროფესიულ გზაზე სწორად შედგომის მნიშვნელობა.“
კომენტარები