პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში სრულიად ჟურნალისტიკას რომ ლანძღავს უშვერი სიტყვებით, “ღორებად” მოიხსენიებს ყველას და ჯანსუღის – მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ:” ბიჭო რეზო, ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი ” რაგატკას” არ გესვრის არავინო” ( ხუმრობას ზუსტად ვციტირებ) რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით : ” ჯანსუღას გოგოო” ასე მიხსენიებს, მე კი ბედნიერი ვარ რომ ვაჟკაცი კაცის და უუუმაგრესი პოეტის ჯანსუღის შვილი ვარ (მადლობა ღმერთს)
უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს: რომ ჯანსუღს, “ჯანსუ-ღა ” თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს ოპერის სცენიდან თქვენი (ყველასთვის ცნობილი ) უმსგავსობის გამო, ჯანსუღის – თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა : ” ამაშუკელი, ტ….. კი დააყე , თამაშს უკელი” (ამასაც მომიტევეთ ვციტირებ) ასე, რომ ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი “წამსველები” ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი “ალიყური ” იქ არ მოგდონ, მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფოფხაძე იქ ხომ ვეღარ გიშველით”
კომენტარები