ფეისბუქმომხმარებელი გუჯა ბიძია წერს, რომ მობილიზაციის გამოცხადებით რუსეთმა ფაქტიურად დამარცხება აღიარა :
“ამასობაში, რუსეთმა ომში დამარცხება აღიარა.
აღიარებაა, აბა, რა ჯანდაბაა, ქვეყანა, რომელიც სამი დღის განმავლობაში აპირებდა კიევში პარადის ჩატარებას, ომის დაწყებიდან 8 თვის შემდეგ მობილიზაციას რომ აცხადებს,
და აქეთ გრაჟდანებს ატენის ქუჩაში კომისარიატის პავესტკებს და იქეთ პატიმრებს აცმევს სამხედრო ფორმას.
ცხადია, ყველა ცდილობს ომს თავი აარიდოს.
და თუ ვინმე ძალით მაინც წაიყვანა და ასე ძალით ომში წაყვანილმა მუჟიკმა კიდევ, რაც უქნა რუსეთს 1905 და 1917 წლებში, ვიცით.
ან რითი უნდა აომოს ეს ხალხი, როცა იარაღსაც კი უკვე ჩრდილო კორეას ეხვეწება.
რა უნდოდა, რას იწყებდა, რა ეომობოდა,
ხელში ეკავა მთელი უკრაინა და მთელ ევროპასაც წველიდა გაზოპროვოდით,
მაგრამ რუსეთში ხო ორი უბედურებაა მუდამ, –
გზები და დურაკები.
პრაშჩაი, ნემიტაია რასსია!”
.

კომენტარები