საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის 4 აპრილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან მკაფიო, ცალსახა პოზიცია”
შეგახსენებთ, უკრაინამ 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გავა საქართველოს ტერიტორიაზე.
საბოლოო ჯამში, გაურკვეველია, პრემიერმა სერიოზული კომენტარი გააკეთა, თუ არასერიოზული? რადგან, იგი ერთ წინადადებაში ამბობს ორ რამეს, პირველი იმას, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს და მეორე იმას, რომ სანქცირებული პროდუქტების და საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით არ დაუშვებს. იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერის განცხადება სერიოზულია,
კომენტარები