მწერალი, დინა მირცხულავა:
“სოხუმის უნივერსიტეტში თვითმხილველმა ლექტორმა მოგვიყვა ერთხელ ლექციაზე.
(ემახსოვრებათ ჩემს ჯგუფელებსაც).
აფხაზეთის ომის დროს დედას ორი მცირეწლოვანი შვილი გადმოჰყავდა კოდორის ხეობიდან, ერთი ხელში ჰყავდა აყვანილი, სიარული ჯერ კიდევ არ იცოდა.
მეორე დადიოდა და ხელჩაკიდებული მოჰყავდა.
უცებ პატარას ფეხი აუცდა და პირდაპირ კლდის საცალფეხო ბილიკზე გადაიჩეხა.
იმ წამს გადაჰყვა თურმე დედა იმ პატარა, გულზემიხუტებულ შვილთან ერთად.
ხშირად, ძალიან ხშირად მახსენდებოდა ის ნაამბობი.
ათასნაირად ვხარშავდი გონებაში.
ათასნაირად ვიმსუბუქებდი ფიქრში.
– იქნებ, მიწაზე დაცემამდე გაუსკდათ გული შიშით ?!
– იქნებ არაფერი სტკენიათ ?!
იქნებ ?!…
იქნებ და იქნებ..
ოცდათოთხმეტი წლის ვარ და დღემდე მეგონა (მგონია), რომ ამაზე საშინელი სურათი არ არსებობს არც ერთ ომში.
ამაზე უარესი არასოდეს არაფერი მომხდარა არსად და არ მოხდება !
დღეს კი იმ პატარა გოგონას ფოტო ვნახე რამდენიმეგან.
მინდა მჯეროდეს, რომ არ ეტკინა”
კომენტარები