ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
“ამაზრზენი დეპუტატები
რა მადლობა, ხალხო, რა მადლობა…
გარეთ გამოდით, ნახეთ, რა ხდება, არასრულწლოვნებით გაივსო ქუჩა, რომლებსაც სრულწლოვანი კრიმინალები შესანიშნავად იყენებენ და დანაშაულებრივ საქმიანობაში ითრევენ.
ყველა ეზოში შეხვდებით საქმის გარჩევისა და დაპირისპირების ფაქტებს, რომ იწუხებდეთ თავს და პრევენციაზე მუშაობდეთ.
ეს არასრულწლოვნები უკვე დაღუპული არიან, თუმცა თუ დროულად ჩაერთვება სახელმწიფო სწორი მიდგომებით, რამდენიმეს გადარჩენა შეიძლება.
თქვენ რომ დანაშაულს არ აღრიცხავთ და სტატისტიკას არ იფუჭებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი არ ბობოქრობს.
და კიდევ: ვისაც არ ეზარება, ყველა იმუქრება, ყველა კუნთებს ათამაშებს, ყველა იარაღს აჟღარუნებს და განა მტერს ემუქრება, აგერ, საკუთარი ქვეყნის აბსოლუტურად მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს, არც რუსეთის და არც არავის მონად ყოფნა არ უნდა.
და სად ხართ ამ დროს, ვის ინტერესებს იცავთ, ვის უმაგრებთ ზურგს?
ამდენი მოძალადე ამ პატარა ქვეყანაში მართლა აუტანელია, სახელმწიფო აქეთ გადანაშაულებს, თუ ხმას ამოიღებ და გააპროტესტებ.
გონს მოდით რა, ბოლოს და ბოლოს, რა გჭირთ, რანაირ კითხვებს უსვამთ ამ მინისტრებს, ან ამდენ რევერანსს რა დამსახურების გამო უკეთებთ?
რომელი ქვეყნის მოდელზე ხართ აწყობილი მართლა”
“შს მინისტრების ჩემპიონი ხართ, ყველა დროის საუკეთესო შს მინისტრი ხართ” – ზილფიმიანი
კომენტარები