7 ოქტომბერი, 2021 წელი – ბათუმელები
უკანონო, მეჩვიდმეტე სართულის დაშენებისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, კომპანია დარღვევისთვის გააფრთხილეს და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს: „წარმოება ჯერ არ დასრულებულა.“
როგორც მოსალოდნელი იყო, გაფრთხილებამ არ გაჭრა – უკანონო სართულზე სამუშაოები კომპანიას არც ერთი დღით არ შეუჩერებია მზიან ამინდში. მშენებლობის ბოლო სართულზე დღეს, 7 ოქტომბერსაც, მუშაობენ. თუმცა არ ვიცით ეს სახურავის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოებია, თუ მე-18 სართულის დაშენებისთვის ხიმინჯებს ამზადებენ.
უკანონო სართულზე მშენებლობის პროცესი 17 სექტემბრის შემდეგ რამდენჯერმე გადავიღეთ.
შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვა აქვს. 17 სექტემბერს „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიამ დამატებით მეჩვიდმეტე სართული დააშენა. ფაქტი სააგენტომ ჩვენი შეტყობინების შემდეგ, 20 სექტემბერს, გადაამოწმა და დარღვევა დაადასტურა.
ამ დადასტურების შემდეგ კომპანიამ დაასრულა უკანონო სართულის გადახურვის სამუშაოები.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევებში ამ დრომდე არიან დარჩენილნი ადამიანები.
წლებია მედია წერს უკანონო მშენებლობებზე, თუმცა, რეაგირების რა გითხრათ.
ეს კონკრეტული მასალა, გუშინ, 7 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ნგრევამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა ადგილობრივმა მედიამ – ბათუმის მაცხოვრებლები რომ რეალური საფრთხის ქვეშ დგანან უკანონო მშენებლობების გამო, ამაზე მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს.
დღეს პრემიერმა თქვა, რომ ბათუმში ჩავა და პირადად გაეცნო ინფორმაციას, რას იზამს, ყურს აუწევს რიჟვაძეს, შეუქებს ნამუშევარს, თუ უკანონო მშენებლობების გაუქმებას მოითხოვს – უცნობია.
კომენტარები