„იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცენ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება. 9 თვეა ისინი თავს არ ზოგავენ და წინ გვაქვს ჩვენ საკმაოდ მძიმე პერიოდი და უნდა გავუფრთხილდეთ მათ ემოციურ მდგრადობასაც“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ გადაიტვირთა ცხელების ცენტრები და აქვს თუ არა სისტემას საკმარისი რესურსი, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ ექიმებმა პაციენტზე კარგად იციან როდის არის იგი რეანიმაციაში გადასაყვანი ადა როდის არა, ამიტომ ოჯახის მხრიდან „ამბის ატეხვა“ საჭირო აღარ არის.
„არანაირი ამბის ატეხვა რ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება რეანიმაცია თუ არა. მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია და პაციენტი, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ ამბავს ვერ ატეხავს.
ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უემტეს არ უნდა ატეხოს ამბავი. თუ იგი ექიმს ანდობს რეანიმაციაში, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი ნაბიჯი უნდა გადადგას პაციენტის დასაცავად. ამის გამო ექიმები იმყოფებიან დიდ სტრესში“
პარალელურად კი, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი, ცნობილი, თუ უცნობი, წერს, რომ სანამ “ამბავი არ ატეხა” ყურადღება არავინ მიაქცია!
ჩვენ არ ვართ მშვიდად და ხელს ვუშლის ჯანდაცვის სისტემას, თორემ… ყველაფერი წესრიგში ყოფილა…
კომენტარები