ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
,,გუშინ, პატიმრების მშობლები შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს.
ამბის წყარო, რომელსაც მოვყვები მშობლებია.
კითხვაზე მიიღებთ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში , ყველას პასუხი არ იყო მკაფიო არა.
9 და 25 პასუხი იყო ბუნდოვანი.
მშობლების რეაქცია ბრაზი, წყენა, დაბნეულობა.
რას მოვისმენთ უახლოეს თვეებში.
“დასავლეთი გვეუბნება რომ მივიღოთ მონაწილეობა” “მერის ისეთი კანდიდატი გვყავს მოვიგებთ” :)) ანუ კანდიდატებშია პრობლემა და ბიძინა არაა დიქტატორი. “დაფინანსება პარტიებისთვის აუცილებელია” და ბოლოს, ყველაზე მთავარი, გვეტყვიან იმასაც რომ პატიმრების თავისუფლებაში ცვლიან არჩევნებში მონაწილეობას.
ნუ, ბიძინა რომ გადააგდებს და არავის გამოუშვებს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ახლა რა მინდა ვთქვა.
არაა აუცილებელი ჩხუბი. მე მართლა მგონია რომ ყველა რგოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია პოლიტიკოსებს გავაგებინოთ რა დაკვეთაა ჩვენგან.
ხალხი რას ითხოვს.
პარლამენტშიც შეიძლება შესულიყო ვინმე, ხალხის რეაქცია რომ არ ენახათ, ამიტომ ჯერი ჩვენზეა.
31 მარტს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანია ეს თარიღი გვითხრან მკაფიო არა, ან კი.
მანამდე გაიგონ, ჩვენ რას ვფიქრობთ ამ თემაზე.“
კომენტარები