გერმანიაში მყოფი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც თბილისელია და 9 აპრილის აქციაზე არ მივიდა
სულერთია რა მიზეზით და რატომ
დაასაქმა მთელი საქართველოს რუსეთუმეებმა თავზე და დაყენებულ წვერებზე
სხვა ამბავია, ვინც მივიდა და რომ მივიდა, იქედან რა გამოვიდაო.
ამას იმასთან აბსოლუტურად არ აქვს არაფერი საერთო.
ადამიანი რომ მოკვდება, სამძიმარზე მივდივართ, მიუხედავად იმისა რომ ვიცით ვერ გავაცოცხლებთ.
მიდი, მოიხადე ელემენტარული ვალი, დადექი ერთი დღე მაინც იმ ახალგაზრდა ქალბატონების, გოგონების და ბიჭების სისხლის საპატივცემულოდ ერთი საათი ერთად სხვასთან
და მერე წადი სახლში
არ მიხვედი და კიდევ აქეთ აყვედრი სხვას, შენ რომ მიდი, რა ქენიო?
ამდენად სულდაცემული იშვიათობაა დედამიწაზე.
ან გაჩერდი, არ თქვა საერთოდ არაფერი და ან მიდი, მოიხადე ვალი და მერე გააკრიტიკე
,,ადრე დაიშალნენ,,
,,ძაან პოლიტიკური იყო,,
,,მიშა ხშირად ახსენეს,,
თუმცა, ბიძინისტანი რომ ახსენებს მიშას, იმაზე ხშირად ნაღდად არ უხსენებიათ.
ელემენტარულ ფასეულობას ისე ანიავებს ეს ხალხი, ვითომ სინდისნამუსი ხეზე იკრიფებოდეს“
კომენტარები