ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ქადაგებისას ამბობს:
ქვეყანაში მართლმადიდებლობა წამყვანი რელიგიაა, მის წინააღმდეგ ყოველთვის გამოდიან ძალები, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნიდან და ეკლესიაშიც. ეს არ არის გასაკვირი, ეშმაკი ცდილობს შეუტიოს ეკლესიას. რაღაცა გვაწვალებს და ვითომ სიმართლისთვის ვიბრძვით და უნდა დავინახოთ სინათლეში რა არის. ესენი თუ არ გაჩერდებიან, მაგათ ყველას ვიცნობ და მაგათსავით ჭორიკანა არა ვარ, არაფერს წამოვაძახებ. გარეთ გატანა, წლობით თუ რაღაცას მალავდი, არ უნდა იკადრო… თბილისი თბილისს აღარა ჰგავს, ამდენი კარავი რა არის? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი? სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა. ეტყობა იქვე ისაქმებენ, ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება.
ბევრჯერ ვთხოვე პოლიტიკოსებს, რომ შერიგებულიყვნენ, შევთავაზე ეკლესიაში მოსულიყვნენ მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისთვის. გარეთ ესაუბრათ პოლიტიკაზე. სანამ არ შერიგდებიან, საქართველოს არაფერი ეშველება. მილიონი კარავი გაშალე – რა? მერე რა? იძახე, არჩევნები, არჩევნები. რატომ არ გიდგება გვერდით ხალხი, შეხედე მაგას… შერიგდით და მერე დაილაპარაკებთ… სამარცხვინოდ, უცხოელებთან სხდებით და ანახებენ შინაგანი რაც გვაქვს…
კომენტარები