ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე:
„საქართველოში არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს. არის კოვიდი და სეზონური გრიპის აფეთქება და ეს ყველამ ვიცით
არც ე.წ ჰონგ-კონგის გრიპია ახალი და რაიმე საოცარი.
ეგაა H3N2 და არის A ტიპის სეზონური გრიპის ერთ-ერთი სეროტიპი. მეორე სეროტიპია H1N1, იგივე ღორის გრიპი.
გრიპის აცრები A ტიპის ორივე სეროტიპს მოიცავს, ასევე B ტიპის ვირუსის ორ სეროტიპს.
კოვიდიც არის, ომიკრონი, და ის საკმაოდ სუსტია.
ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო.
აიცერით არსებული გრიპის და კოვიდის ვაქცინებით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია, და ხელები დაიბანეთ რა…“
კომენტარები