ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
ქვეყანაში სადაც ნაყოფს იცილებენ მხოლოდ იმიტომ რომ გოგოა, და მხოლოდ ვაჟიშვილის მამა მიაჩნიათ მამაკაცად, რატომ გიკვირთ, რომ ქალზე ძალადობა წახალისებულია საზოგადოების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს თუ რელიგიური ორგანიზაციების დონეზე…
აბა საკუთარ გულში ჩაიხედეთ, რამდენს გიოცნებიათ ბიჭის მშობლობაზე და რამდენი ყოფილხართ იმედგაცრუებული გოგოს რომ აღმოაჩენთ ექოსკოპიაზე?
ჩანასახიდანვე ქალზე მოძალადე საზოგადოება ვართ სამწუხაროდ… არც უნიკალურები ვართ ამ მხრივ. ბევრი ჩვენნაირი საზოგადოება არსებობს.
მე და გიორგის ორ ქალიშვილზე ამოგვდის მზე და ოდესმე ვინმემ მათ რომ გული ატკინოს, მთელს სამყაროს შევძრავთ და არც ერთ ცრემლს არ შევარჩენ.
თუ მეუღლის, შეყვარებულის ან მეგობრის საქციელი არ მოგწონს მოშორდი და მათ გარეშე გააგრძელე ცხოვრება. არავის აქვს უფლება ძალით სცადოს იმის გამოსწორება რაც არ მოსწონს. არ არსებობს მიზეზი რაც ძალადობას გაამართლებს. არც მსუბუქი ძალადობა არსებობს.
ადამიანის ნების საწინაამღდეგოდ მისი იძულება რაიმე ფორმით არის ძალადობა და ის უნდა ისჯებოდეს კანონით. ალტერნატიული ახსნები მხოლოდ ველურ ადამიანებს აქვთ და არა ცივილიზირებულ ერებს.
კომენტარები