“ენმ”-ის წევრი, გენერალ-ლეიტენატი დევი ჭანკოტაძე:
“ოკუპანტებს არჩეული აქვთ, როგორც ჩანს, კიევი, უკრაინელები როგორც ჩანს არ ელოდნენ ბელორუსის მხრიდან შეტევას, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ – ჩრდილოეთიდან მოხდა გაჟონვა სამხედრო ძალის.
ამდენი რაკეტა ესროლეს, ამდენი დაბომბვა მოხდა – უკრაინულმა ჯარმა შესძლო და ეს გადაიტანა, სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს. დღესაც გაძლებენ, და ხვალაც, დარწმუნებული ვარ, მესამე დღეს კრიტიკულ დღედ ითვლება საერთოდ, დარწმუნებული ვარ,მესამე დღესაც გაძლებენ.
აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი უკრაინის ჯარს – ფაქტია. ერთადერთი უპირატესობა მოიპოვა ოკუპანტმა, აი, გაჟონვა რომ მოხდა ჩრდილოეთიდან, თორემ, სხვა არანაირი უპირატესობა რუსულ ჯარს არ აქვს, უკრაინის ჯარმა მართვა არ დაკარგა და საკმაოდ კარგად გადაიტანეს.
ოკუპანტი ელოდებოდა რომ სარაკეტო დარტყმებით შოკში ჩააგდება უკრაინულ ჯარს და ჯარი და მოსახლეობა დაიწყებდა ჩაბარებას მასიურად – ეს არ მოხდა. ერთადერთ ზონაში, საიდანაც შეიჭრნენ ბელორუსიდან, მხოლოდ იქ აქვთ ამ ეტაპე უპირატესობა, დანარჩენი არც ერთ ნაწილში.
რიგები დგას იარაღის დარიგების და სისხლის ჩაბარების პუნქტებთან – ადამიანებს უნდა მისცე საშუალება, დაიცვას თავისი სახლი. აქ უკვე ჩანს, რომ ეს უკვე არის სამამულო ომი. უკრაინა დღეს იბრძვის იმისთვის, რომ გადარჩეს და საუბარი იმაზე, რომ მოდი, იარაღი დაყარე და მერე ვილაპარაკოთ – ეს უნდა გამოირიცხოს.
2008 წელს დასავლეთი არ იყო მზად, არც ნდობა იყო, ახლა ოკუპანტის ყველა მოქმედებას აკვირდებიან. ამიტომაც დაიწყეს სანქციები, იარაღის მიწოდება და ა.შ.
უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება სულისკვეთება, დაჯერება საკუთარი ძალების და ყველაფერი იქნება კარგად.
აშშ-მ და დასავლეთმა სანქციები დაუწესეს რუსეთს. არის რაღაცეები, რასაც აცხადებ და რასაც არ აცხადებ, მე იმედი მაქვს, არაოფიციალური დახმარება მეტი იქნება უკრაინისთვის, ვიდრე – ოფიციალური.”
კომენტარები