ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, უკრაინამ დაიწყო გენერალური კონტრშეტევა, მაგრამ დაპირებული შეიარაღება ჯერ სრულად არ მიუღია დასავლეთის ქვეყნებიდან. ბევრი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ზედმეტად გარისკა. თქვენ რას იტყვით?
– აღარ შეიძლებოდა მეტი გაწელვა ამ კონტრშეტევისა. გადის ზაფხული და აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი აქვთ უკრაინელებს, ამ კონტრშეტევას შედეგი რომ მოჰყვეს. მერე უკვე წვიმები დაიწყება, ჯავშანტექნიკას და ჯარს გადადგილება გაუჭირდებათ და მერე აზრი დაეკარგება ყველანაირ შეტევას. ვფიქრობ, ამიტომ იჩქარეს. თუმცა, უკრაინას საკმაოდ სერიოზული შეიარაღება გადასცეს, მაგრამ ყველაფერი არ საჯაროვდებოდა. რუსეთის სამხედრო საზვერვაზე დაყრდნობით, უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბოლო თვეებში, ამერიკიდან და ევროპიდან მიიღო იმაზე მეტი და უკეთესი შეიარაღება, რაც გასაჯაროვდა. ამ შემთხვევაში რუსები მართლები უნდა იყვნენ, რადგან იგივე ინფორმაცია, უკვე თავიანთი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებისა და სპეცსამსახურების დახურულ წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა სამხედრო ბლოგერებმა და ჟურნალისტმა გამოაქვეყნა. მოკლედ, ვფიქრობ, მალე უკრაინაში ისეთი სახის შეიარაღება გამოჩნდება, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არ მოუღია უკრაინას. ასევე, უკრაინას ჯერ არ გამოუყენებია ნატო–ს სამხედრო ბაზებზე, ნატო–ს სამხედრო პროგრამით გაწვრთნილი 70 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ისინი რეზერვში ჰყავდა და ახლა უნდა ჩართონ ბრძოლაში. ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ჯეინ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას შეტევისათვის საიჭირო და საკმარისი იარაღი აქვსო. ოსტინს ნამდვილად დაეჯერება, რადგან ის ჰაერზე და მტკიცე საფუძვლის გარეშე არასდროს ლაპარაკობს. რაც შეეხება რუსეთის არტილერიის მიერ უკრაინელების, დუნაის სანაპირო პორტების განადგურებას, ვერაფერს იზამენ, ამდენი საჰერო თავდაცვითი სისტემები უკრაინას არ გააჩნია, „პატრიოტის“ სულ ორი სისტემა აქვს უკრაინას, რომელთაც რუსული „კინჟალის“ და სხვა სახის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ. რამდენს უნდა გასწვდეს ეს ორი სისტემა? ეს კონტრშეტევა ერთგვარი ტექსტიც იქნება უკრაინის არმიისთვის. ახლა ზელესკიმ უნდა უჩვენოს დასავლეთს, რომ იმ დახმრებას, რაც მიიღო, ეფექტურად გამოიყენებს და ამ კონტრშეტევაზე ბევრად არის დამოკიდებული დასავლეთის შემდგომი დახმარება უკრაინისადმი. ამ კონტრშეტევამ დაიგვიანა კიდეც, გაზაფხულზე ელოდებოდა ყველა უკრაინული ჯარის გააქტიურებას. ამ გაჭიანურებულმა კონტრშეტევამ რუსებს იმის საშუალება მისცა, თავდაცვითი ზღუდეები გაემაგრებინათ და დაენაღმათ ყველა ის მიმართულება, საითაც შესაძლებელია უკრაინამ კონტრშეტევითი იერიშები განახორციელოს. ამის გამო, უკრაინული ჯარი ძალიან ფრთხილად და ნელა მიიწევს წინ. უკრაინა უფრთხილდება ცოცხალ ძალას, რადგან ეს მისი ყველაზე სუსტი ადგილია ამ ომში. დღეში 500 მეტრით თუ წაიწია წინ უკრაინის ჯარმა კონკრეტული მიმართულებით, უკვე დიდი წარმატებაა. მორჩა ის დრო, დღეში 10–15 კილომეტრით რომ მიდიოდნენ წინ და ხარკოვის თუ სხვა ოლქებში დღეში 20–30 დასახლებას ათავისუფლებდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ამერიკელები F-16 ტიპის ბომბდამშენების პილოტებს ამზადებდნენ, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ჯერ მათი მომზადება არ დაწყებულა და ახლა დაიწყება. არის ვერსია, რომ საიდუმლოდ ამზადებდნენ, მაგრამ თუ ასეა, მაშინ F-16 –ები უკვე შემოდგომით უნდა გამოჩნდნენ უკრაინის შეიარაღებაში. ამერიკელები კი აცხდებენ, რომ ამ ბომდამშენებს გაზაფხულზე გადასცემენ უკრაინას და ამის მიზეზი ის არის, რომ ჯერ უკრაინელი სამხედრო მფრინავები არ არიან გადამზადებულნი. აქ კარგი ის არის, რომ ამერიკელებმა როგორც იქნა თქვეს, როდის გადასცემენ ამ თვითმფრინავებს უკრაინას. ცუდი კი ის არის, რომ აქედან ვასკვნით, რომ მინიმუმ გაისად შემოდგომამდე არ დამთავრდება ომი, რადგან გაზაფხულზე გადაცემული F-16–ები უკრაინამ უნდა გამოიყენოს, ამ ბომბდამშენებით იომოს. მოკლედ, ამ გენერალური კონტრშეტევით უკრაინამ სერიოზული შედეგი უნდა დადოს. არ ვიცი, ეს ყირიმის დაბრუნება იქნება, დონბასის მიმართულებით სერიოზული წინსვლა, რამდენიმე ქალაქის დაბრუნება თუ სხვა, მაგრამ ამაზე დიდად არის დამოკიდებული დასავლეთის მიერ უკრაინის მხრდაჭერა, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური. იმ ფინანსების 80%–იც შეიარაღებაში იხარჯება.
–„ლენდ ლიზი–2“ რატომ აქამდე არ ამუშავდა? ქაღალდზე ხომ არ დარჩა?
–„ლენდ ლიზი–2“, როგორც სამხედრო პროგრამა, ამერიკის კონგრესმა დაამტიკიცა, 37 მილიარდი დოლარიც გამოყვეს მის ასამუშვებლად და უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ სად არის? არ მუშაობს. ეგრე უამრავი ფულია გამოყოფილი უკრაინისთვის იარაღის შესაძენად, მაგრამ ეს იარაღი არ არის ფიზიკურად. მე მგონი, ამის გამოა შეჩერებული პროგრამა. ამერიკას როდესაც ექნება „ლენდ ლიზი–2“–ით გათვალისწინებული ყველა სახის შეირაღება და საბრძოლო მასალა, იმედია, მაშინ ამუშვდება პროგრამა. თუმცა, მაგაზე თავს მაინც არ დავდებ.
– ისიც ხომ ფაქტია, რუსეთი, სანქციების მიუხედავად, უკვე ღებულობს სამხედრო– სათადარიგო ნაწილებს სხვა და სხვა ქვეყნებიდან და არაოფიციალურადაც?
– კი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ყახახეთი აწვდიან მარაგნაწილებს. რუსეთმა ამით დიდი პრობლემა გადაწყვიტა, დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, მფრინავი საშუალებები მოიყვანა მოქმედებაში, იყო ინფორმაცია, რომ ჩინეთიდანაც შედიოდა ჩიპები და მარაგნაწილები, მაგრამ არ დადასტურდა. ჩინეთს თავისი პრობლემები აქვს, ეკონომიკური, სოციალური და ევროპასთან და ამერიკასთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას. კოვიდპანდემიის დროს ჩაკეტილმა ჩინეთმა დიდი ზარალი ნახა, ისე, როგორც ბევრმა ქვეყანამ, მაგრამ სხვებმა გახსნეს ეკონომიკა და ამოისუნთქეს. ჩინეთს კი ევროპასთან და ამერიკასთან გაუფუჭდა ურთიერთობა. ტაივანის კრიზისის დროს, როდესაც ნესნსი პელოსი ჩაფრინდა ტაივანში, კინაღამ ომი დაიწყო და ამ არეულ სიტუაციას დალაგება სჭირდება. მაგის გარდა, ჩინეთში კიდევ იფეთქა კოვიდმა და ხელახალი შეზღუდვები დაწესდა. მძიმე დღეშია ჩინეთი და ბევრჯერ მითქვამს, ევროკავშირსა და ამერიკას კი არა, რუსეთის გამო, ერთ პატარა ევროპულ ქვეყანასაც კი არ გადაიკიდებს, რადგან ორივენი მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან.
–დაახლოებით მაინც შეუძლია ვინმეს თქმა, თუ როდის დასრულდება ომი?
– არა, ამას ვერავინ გეტყვის, მე ეგეთ გაბედულ და გულუბრყვილო ადამიანებს არ ვიცნობ. გარკვეული ფაქტების, მოვლენების გაანალიზების შედეგად, ექსპერტები ვარაუდობენ დაახლოებით როდემდე გასტანს ომი, მაგრამ ზუსტი დროის თქმა ყველას უჭირს. ეს დაახლოებითი ვადებიც, ვერ ვიტყვი, რომ დიდად სანდოა. ერთი ნამდვილად ვიცი– ამერიკა არ მისცემს ზელენსკის იმის საშუალებას, რომ რუსეთთან უკრაინისთვის წამგებიან ზავს მოაწეროს ხელი. რუსეთს ამ ომიდან გამარჯვებულს ნატო არ გამოიყვანს. არც უკრაინელები აპირებენ რაიმეს დათმობას ამერიკელების თქმის გარეშეც. რამდენად შესძლებენ ამას, ეს ისევ ამერიკის და ევროკავშირის დახმრებაზეა დამოკიდებული. სადღეისოდ, უკრაინას ძალიან უჭირს საარტილერიო ჭურვები. რუსეთთან უკრაინის ჭურვების რაოდენობის შეფარდებაა ერთი რვაზე ე.ი. რუსეთი, რომ 8 ჭურსს ესვრის უკრაინის სამხედრო ლოკაციებს, საპასუხოდ უკრაინა მხოლოდ ერთით პასუხობს. ევროკავშირი შეპირდა 1 მილიონ ჭურვს, გერმანული „რეინმეტალი“ და სხვა ქვეყნების კომპანიებიც დღე და ღამე მუშაობენ, ამზადებენ ჭურვებს და აგზავნიან უკრაინაში, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებენ ამ სხვაობის შემცირებას. ნატო–ს წევრ ევროპის ქვეყნებს დახურული ჰქონდათ სამხედრო ქარხნები, რადგან ამერიკა ამარაგებდა მათ იარაღით და ბევრს საბჭოთა კავშირის დროინდელი, მაგრამ ვარგისი შეიარაღება ჰქონდა, ცხადია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ეს იარაღი გადასცეს უკრაინას და სანაცვლოდ ამერიკიდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, კანადისგან მიიღებენ თანამედროვე იარაღს. ეს პრობლემა მოგვარდა, ეს კარგია, ნატო–ს ყველა წევრი ქვეყანა ერთნირად იქნება შეიარაღებული. ასევე, დიდძალი საბჭოთა შეიარაღება წავიდა უკრაინაში, მაგრამ იმის დიდი ნაწილი აღარ არის, ბრძოლაში განადგურდა. ახლა დახურული ქარხნების ამუშავება დაიწყეს ევროპაში, ამზადებენ უკრაინისთვის იარაღს და უგზავნიან, მაგრამ ეს იმხელა პროცესია, დროში გაიწელა. ჯერ 30წლის წინ დახურულ ქარხნას რომ გახსნი და თანამდეროვე ტექნოლოგიებით გადააიარაღებ, მაგას რამდენი დრო სჭირდება და მერე, ნებისმიერი ახალი იარაღი სამ ეტაპიან გამოცდას გადის, ვიდრე ის ნებიემიერი ქვეყნის შეიარაღებაში შევა თუ მას პირდაპირ სხვას გაუგზავნიან. ამას კიდევ რამდენი დრო მიაქვს. რუსეთს კიდევ ჯერ მეორე მსოფლიო ომის დრიონდელი იარაღი ჰქონდა შემორჩენილი, მერე საბჭოთა კავშირი რასაც ამ ომის მერე ამზადებდა, ისიც და საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, თუ რამე არ გაჩერებულა რუსეთში, ეს სამხედრო მრეწველობა იყო და ბოლო 30 წელიწადში უამრავი სახეობისა და რაოდენობის იარაღი დაამზადა რუსეთმა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთს თანამედროვე შეიარაღებაში სერიოზული პრობლემები აქვს. ამის დასტურია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში, სადაც იარაღის საყიდლად ჩავიდა.
კომენტარები