საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“ამერიკასა და თურქეთს შორის შესაძლოა ურთიერთობები დათბეს?!
ბაიდენის ადმინისტრაციამ არაოფიციალურად სთხოვა კონგრესს დაემტკიცებინა ახალი შეარაღების შეთანხმება თურქეთთან.
The Wall Street Journal-ის თანახმად, ანკარას როლმა უკრაინის ომში, ბაირაქტარების მიწოდებამ და ბოსფორის სრუტის დახურვამ რუსული სამხედრო ხომალდებისთვის ხელი შეუწყო ვაშინგტონთან დაზიანებული ურთიერთობების აღდგენას და შესაძლოა გზა გაუხსნას F-16-ის გაყიდვას…
სახელმწიფო დეპარტამენტში, WSJ-ის ავტორებმა უპასუხეს, რომ “ისინი საჯაროდ არ ადასტურებენ და არ აკეთებენ კომენტარს თავდაცვის უწყებებში შემოთავაზებულ ტრანსფერებზე, სანამ ისინი ოფიციალურად არ აცნობებენ კონგრესს.”
ჯ.ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს პარტნიორებთან ერთად ეფექტური სამხედრო-პოლიტიკური მექანიზმის ფორმირებას, რადგან რუსეთის დამარცხების შემდგომ მსოფლიო დღის წესრიგის კორექტირება აქტიურ ფაზაში შევა, ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება ჯერ კიდევ დ.ტრამპის ადმნისტრაციის დროს დაიწყო, ჯ.ბაიდენის პრეზიდენტობისას კი შეინიშნება ორივე მხარის მზაობა თამშრომლობის აღსადგენად, თუმცა რ.ერდოღანის ამბციური გეოსტრატეგიული მანევრები (თუნდაც უკრაინის ომში) ამას ხელს უშლიდა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია რომ პუტინის რეჟიმის დამარცხების შემდგომ იმ გეოპილიტიკურ არეალებზე (სირია, შუა აზია, კავკასია, ჩრდილოეთ აფრიკა) სადაც რუსეთი დაკარგავს გავლენებს, თურქეთი შეეცდება გამოთავისუფლებული არეალების ათვისებას და ამისაკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყო უკვე (ყაზახეთთან გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება) შესაბამისად ამერიკას ესაჭიროება ურთიერთობების პლატფორმის ფორმირება, რომლის საშუალებითაც თურქეთის როლი რუსეთის საბოლოო დამარცხებაში (უკრაინის ომში) გაიზრდება, მას შემდგომ რაც ამერიკისაგან პოლიტიკური ურთიერთობების დათბობის სიგნალები ოფიციალურად გაჟღერდება თურქეთთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია ის გარემობა რომ უკრაინის ომის მიმდინარეობისას თუ თურქეთმა და ამერიკამ მოახერხა საერთო ინტერესების გარშემო შეთანხმება (თუნდა დროებითი) ამის შემდგომ რუსული იმპერიის კრახი დაჩქარდება, რადგან თურქეთი უფრო გაბედულად და აქტიურად იმოქმედებს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ…
ურთიერთთანამშროლობის შესაძლო გზების გამონახვა, როგორც თურქეთისათვის (შესაძლოა სანქციები შეუმსუბუქონ რომელიც მძიმე ტვრითად აქვს) ასევე ამერიკისათვის ამ ეტაპისათვის ხელსაყრელია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი ხედვები სრულ თანხვედრაში იქნება სამომავლოდ, მათ აქვთ დღის წესრიგში შავი ზღვის აკვატორიის საკითხი (და არა მხოლოდ…) რომელიც უკრაინის ომში გამარჯვების შემდგომ შესაძლოა ისევ გახდეს თურქეთსა და ამერიკას შორის განხილვის საკითხი, რადგან მანამდე დ.ტრამპის ადმნისტრაციის მიერ არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგად რ.ერდოღანის მთავრობამ მსხვილი გეოპოლიტიკური არეალები აითვისა და ფაქტობრივად გლობალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა (ერდოღანმა ამისათვის პუტინთან თანაშრომლობითაც მიაღწია ამერიკული გავლენის სფეროების ერთობლივი ათვისებით) შესაბამისად მარტივი არ იქნება თანამშრომლობის გაღრმავება ამერიკასა და თურქეთს შორის, თუმცა ურთიერთმომგებიანი (თუნდაც დროებითი) პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, რუსეთის საბოლოო დამარცხებისათვის ორივე მხარისათვის სავსებით რალურია…
ყოველდღიურად ფორმირდება ახალი მსოფლიო გეოპილიტიკური დღის წესრიგი, პუტინის რეჟიმი ამ პროცესს ვეღარ შეაჩერებს, მისი როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური რესურსი მილევად რეჟმშია, უკრაინის მოკავშირეთა ინტერესების თანხვედრა კი ყოველდღიურად ღრმავდება, სწორედ ეს არის იმ სამხედრო-პოლიტიკური მექანიზმის ფორმირებაც, რომელიც გულისხმობს პუტინის რუსეთის ეტაპობრივ დამარცხებას და მის გეოსტრატეგიულ კოლაფს!
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!”
კომენტარები