ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
“წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა… სადაც არ უნდა გაიხედო უბედურება ტრიალებს.
შემძრა პატარას ამბავმა.
რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე როგორც ეს ამერიკაშია. თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ.
ამერიკაში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ სადაც ბავშვები ცხივრობენ. ერთი დღის ბავშვი რომ მოვიყვანე სახლში, “სუპერი (კორპუსის მომლელი)” დაგვადგა შესამოწმებლად იყო თუ არა გისოსები სწორად დამონტაჟებული. კანონის დარღვევა ამ მხრივ შესაბამისად ისჯება. გაგვეცინა ერთი დღის ბავშვს ფანჯარასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა. აგვიხსნეს რომ კანონია ასეთი და მისი დაცვა სავალდებულოა.
იქნებ სახელმწიფომ იზრუნოს, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ასე დავიცვათ ცნობისმოყვარე პატარები.”
კომენტარები