პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორების და კონგრესმენებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებზე საუბრისას ამბობს, რომ “დეზინფორმაციაზე აუცილებლად გაიმარჯვებს ინფორმაცია”.
“მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, იცით, რომ იყო მთელი რიგი შემთხვევები, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდა ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა განცხადებებზე. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში. თუმცა, ახლა ამის პრობლემა არ არის. გაგრძელდება კომუნიკაცია, შეხვედრები და ამ შეხვედრების საფუძველზე, დეზინფორმაციაზე აუცილებლად გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. სიმართლე არის ჩვენ მხარეს. არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა არის გაპარული ამ წერილებსა და განცხადებებში, რაც არის დეზინფორმაციის შედეგი”
კომენტარები