ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა სამ საათში შექმნა მას შემდეგ, რაც ინფექციასთან დაკავშირებული შესაბამისი კვლევის შედეგი მიიღო. ინფორმაციას Foxbusiness-ი ავრცელებს.
ახლა კი მეცნიერები იმისთვის მუშაობენ, რომ ვაქცინა ბაზარზე რეკორდულ დროში მოხვდეს.
მეცნიერებმა ეს აღმოჩენა სან დიეგოს ლაბორატორიაში გააკეთეს.
„ვაცქინის შექმნა ძალიან სწრაფად შევძელით, როდესაც ვირუსის დნმ რეზულტატზე წვდომა, მძლავრი სამედიცინო პლატფორმის შედეგად ასევე სწრაფად გვქონდა. ახლა, ჩვენი მიზანია, მისი ტესტირება აშშ-ში, უკვე ზაფხულში დავიწყოთ“, – აცხადებენ მეცნიერები.
ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1665-ს მიაღწია.
კომენტარები