ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იწმენდს ცხვირს პირბადით “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს, ის გასცდა სოცქსელების ქართულ სივრცეს და სხვა ქვეყნებშიც პოპულარული გახდა.
აღნიშნული ვიდეო “ინსტაგრამის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა მსახიობმა, კომიკოსმა კენ ჯონგმა წარწერით: “გთხოვთ, ატარეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია, ეს არც ისე რთულია.”
კომიკოსს “ინსტაგრამზე” 1,2 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო ნინო ბურჯანაძის ვიდეოს, რომელიც 16 საათის წინ გამოაქვეყნა” 168 ათასზე მეტი ნახვა და ასობით კომენტარი აქვს.
კომენტარები