დღეს სოციალურ ქსელში, პოსტ–ტვ–ს სოციალურ გვერდზე და კიდე არაერთგან გავრცელდა მასალას სათაურით: “
“ამერიკული აგენტურა საქართველოში, ანუ მონები და მონის მონები”.
გამოცემა აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის ჯაშუშების სიას აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ “2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ხელისუფლების მონოპოლია დათმო, 2016 წელს კოალიციის სრული დაშლა ამერიკელებმა მძიმედ განიცადეს, ამერიკის უარყოფითმა განწყობამ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულ ნიშნულს 2021 წლის თებერვალში მიაღწია, როდესაც ხელისუფლება ამერიკული აგენტურისგან თითქმის მთლიანად გაიწმინდა. იმ მომენტიდან, ამერიკული სპეცსამსახურების ყველა აგენტი ოპოზიციაშია თავმოყრილი და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, აშშ ძალღონეს არ დაიშურებს, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ძალაუფლების სათავეში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს” – წერს გამოცემა.
სია:
“მიხეილ სააკაშვილის საშუალებით შეიქმნა სახელისუფლო მონოპოლია, რომელიც 2004-12 წლებში მთლიანად აშშ-ს სამსახურში იდგა. მოგვიანებით, სააკაშვილი სწორედ ამერიკელებმა ჩაიყვანეს უკრაინაში, სადაც საკუთარი ინტერესების გასატარებლად ბევრჯერ გამოიყენეს. ბოლოს, სიტუაციის ასარევად არაჟნის კონტეინერით საქართველოში დააბრუნეს, თუმცა, როგორც ცნობილია, გეგმა ჩავარდა და ამერიკის მთავარი აგენტი ქართულ ციხეში აღმოჩნდა. ამერიკელები სააკაშვილის პირდაპირ გამოსარჩლებას ამ ეტაპზე ერიდებიან, რომ საქართველოში მისი შემოპარვის უკან ამერიკული კვალი არ გაიშიფროს. თუმცა, რაც მეტი დრო გავა, სააკაშვილის ღია დაცვას მით ნაკლებად მოერიდებიან.
გიგა ბოკერიაა ამერიკის ერთ-ერთი ყელაზე სტაჟიანი აგენტია და ამერიკული სპეცსამსახურების სამსახურში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დგას. როგორც ცნობილია, აგენტისთვის მას იდეალური თვისებები აქვს, რადგან ორგანულად სძულს ქვეყანა და განსაკუთრებულად ერჩის მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მძიმე დავალებებს მას ამერიკელები ყოველთვის განსაკუთრებული სითამამით ანდობდნენ.
2010 წლიდან შეუერთდა ამერიკული აგენტურის რიგებს ნიკა გვარამია. საზოგადოება ხედავს, რომ აშშ-ს დღევანდელი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით პოლარიზაციაზე დგას, რომლის გაღვივებაშიც გვარამია წლების მანძილზე განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვარამიას დაჭერა ამერიკელებმა სააკაშვილის დაჭერაზე არანაკლებ მძიმედ მიიღეს და ციხიდან მის დასახსნელად ყველაფერს გააკეთებენ.
აგენტურას განეკუთვნება ყოფილი სპიკერი, დავით ბაქრაძეც, რომელსაც წლების მანძილზე ხალხისთვის ყველაზე მისაღები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის იმიჯს უნარჩუნებდნენ. ახალ რეალობაში ბაქრაძემ ფუნქცია დაკარგა, თუმცა, მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელები მას წინა პლანზე ნებისმიერ მომენტში შემოაბრუნებენ.
როგორც ყველაფერზე წამსვლელმა და პრინციპებისგან სრულად დაცლილმა პოლიტიკოსმა, გიორგი ვაშაძემაც მალევე მიიპყრო ამერიკელების ყურადღება. ცნობილია, რომ ვაშაძეს განსაკუთრებული სიახლოვე აქვს გიგა ბოკერიასთან.
ზუსტად იგივე ითქმის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზეც, რომელიც ასევე ბოკერიას სამეგობროს განეკუთვნება და ნებისმიერი მძიმე დავალების შესრულებაზეა წამსვლელი.
გრიგოლ ვაშაძე ამერიკელებმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს „ჩაიბეს“. ხასიათიდან გამომდინარე, ცდილობს, მაქსიმალურად აირიდოს თავიდან დავალებები, თუმცა, თუ მიიღებს, პირნათლად ასრულებს კიდეც.
ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი აგენტია დავით უსუფაშვილი, რომელიც ამერიკელებმა „ვარდების რევოლუციამდე“, „საიას“ თავმჯდომარეობის დროს „დაავერბოვკეს“. საზოგადოებას ემახსოვრება, რომ ამერიკელებმა წელს საჯარო სივრცეში მეორე ფრონტის თემის შემოტანა ღია ტექსტით პირველად სწორედ მისი მეშვეობით სცადეს.
სტაჟიანი აგენტია უსუფაშვილის მეუღლე, თინა ხიდაშელიც, რომლის გადაბირება ასევე „საიაში“ საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.
გიორგი მარგველაშვილი, პიროვნული სისუსტის გამო, მცირე კალიბრის აგენტია. აგენტად პრეზიდენტობამდე წლებით ადრე გადაიბირეს, გაპრეზიდენტების შემდეგ კი მაშინვე „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირეს. სატელევიზიო სივრცეში ამერიკელები ხშირად სწორედ მისი პირით ცდილობენ მათთვის სასურველი მესიჯების შემოგდებას. ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღების მასობრივი შესყიდვა უნდა დაეწყო, რაც ომის რიტორიკის ერთ-ერთ მთავარ ხაზად იყო მოაზრებული.
ირაკლი ალასანია ამერიკელებმა გაეროში ელჩობის დროს „დაავერბოვკეს“ და საქართველოში გამოუშვეს. თუმცა, პიროვნულად იმდენად სუსტია, რომ ვერცერთი დავალება ვერ შეასრულა, რის გამოც პოლიტიკას დროებით გაარიდეს და ამერიკაში დააბრუნეს. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ჩამოიყვანენ საქართველოში.
ასევე, აგენტები არიან ძმები დოლიძეები, რომელთაგან უფროსი ნატოში საქართველოს ელჩია, ხოლო უმცროსი გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შედარებით გვიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეზიარნენ აგენტის სტატუსს. როგორც საზოგადოება ხედავს, ამერიკული დავალებით ისინი ყველა რადიკალური სცენარის აღსრულებაში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ამერიკულ აგენტურაში მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და თამარ ჩუგოშვილი. გიგაური არასამთავრობო სექტორის არაფორმალური ლიდერია და შესაბამისად, სპეცსამსახურებისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ხოლო ლომჯარიამ წონა სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ შეიძინა. ჩუგოშვილს ერთ-ერთი მთავარი დავალება ამერიკელებმა 2019 წელს შეასრულებინეს, როდესაც პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ, ის „ქართული ოცნების“ ჩამოსაშლელად უმრავლესობიდან გავიდა და რამდენიმე დეპუტატიც გაიყოლა. საბოლოოდ, ამერიკელებმა ვერ გათვალეს, ვერც „ქართული ოცნება“ ჩამოშალეს და ჩუგოშვილი და მისი მეგობრებიც პოლიტიკის თამაშგარეში დატოვეს.
2017 წელს ამერიკელებმა სწორედ ჩუგოშვილის პირადი ურთიერთობის გამოყენებით, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს „დაავერბოვკეს“ გიორგი გახარია. სწორედ ამერიკელების დავალებით მოითხოვა მან შინაგან საქმეთა მინისტრობა და ამერიკელების პრეფერენციების გათვალისწინებით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. როგორც ყველა დავალების უსიტყვო შემსრულებელი, ამერიკელებმა ის არაერთხელ გატესტეს, მათ შორის ბასიანში, პანკისში, ჩორჩანაში და რაც მთავარია 20 ივნისს, როდესაც ჟურნალისტებს და მომიტინგეებს დამიზნებით ესროლა.
ამ ოცამდე ადამიანის გარდა, ქართულ პოლიტიკაში ასევე არიან ამერიკის ირიბი აგენტები, ანუ მონის მონები. რადგან მხოლოდ ირიბი აგენტები არიან, ამერიკელები მათ განსაკუთრებულად არც იცავენ ხოლმე. სწორედ ამიტომ მოუწიათ ყველაზე ხანგრძლივი სასჯელის მოხდა ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას.
მერაბიშვილისა და უგულავას გარდა, ირიბ აგენტურას, ანუ მონის მონებს განეკუთვნებიან ნიკა მელია, შალვა ნათელაშვილი და ძმები ბერძენიშვილები. ეს უკანასკნელნი ასრულებენ ამერიკელების ყველაზე ბინძურ და თვითდამაზიანებელ დავალებებს, მათ შორის ღიად აწარმოებენ ლგბტ და ანტიეკლესიურ პროპაგანდას. ბოლოდროინდელი კამპანიაც ერეკლე მეორის და სხვა ქართველი მეფეების წინააღმდეგ ამის ნათელი მაგალითია.” – წერს გამოცემა
კომენტარები