„თუკი შვიდი წელი ატყუებდნენ ამ ერთი ვიზიტით ნათქვამი რატომ უნდა დაიჯერონ?“,- აშშ-ში ზალკალიანის და გახარიას დაგეგმილ ვიზიტებზე საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა:
„როგორ შეიძლება რაიმე ვიზიტს მოჰყვეს დადებითი შედეგი, როდესაც ნებისმიერი დაპირება, რაც კი საქართველოს ხელისუფლებამ დადო როგორც საერთაშორისო, პარტნიორების ასევე, მოსახლეობის წინაშე, აღმოჩნდა შეუსრულებელი, ცრუ დაპირება. განსაკუთრებით ბოლო საარჩევნო პოლიტიკასთან დაკავშირებით და რა უნდა უთხრან ამერიკაში ან ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რითი უნდა მოიწონონ თავი, ან როდესაც რაიმეს იტყვიან, რატომ უნდა დაუჯერონ? ეს არის მცდელობა აბსოლუტურად ჩამოშლილი სახის გაუმჯობესების, ეს არის მცდელობა მომავალში მოსალოდნელი სანქციების აცილებისა, მაგრამ რა ვიზიტებიც არ დაიგეგმა, ყველა დამთავრდა უარესად საქართველოს ხელისუფლებისათვის, რადგან ჩვენ ვნახეთ ამერიკაში ახლახან განხორციელებული ვიზიტი პარლამენტის წარმომადგენლების მიერ და სწორედ ამ ვიზიტს მოჰყვა უმკაცრესი შეფასებები კონგრესიდან.
ვერავინ დაიჯერებს ამერიკის კონგრესში, ან ამერიკის მთავრობაში რომ საგარეო საქმეთა მონისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე არის რაიმე გადაწყვეტილების მიმღები. ყველა კარგად ხედავს რომ ესენი არიან მორჩილი პაიკები, რომლებსაც ივანიშვილი ათამაშებს საკუთარი მიზნების და სურვილების მიხედვით“
კომენტარები