ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“რეალურად, ნებისმიერი ავტორიტარის ძალაუფლება დგას უშუალო შემსრულებლებზე.
ადამიანებზე, რომლებიც თვლიან, რომ ერთი უბრალო ჭანჭიკი არიან.
“მე რა შუაში ვარ, ძმაო. მე პატარა კაცი ვარ, რასაც მეტყვიან, იმას ვაკეთებ. ხვალ სხვა მოვა? – ის რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებ.” – აი ასეთებზე დგას ნებისმიერი სისტემა.
ეს ხალხი თავს გრძნობს მშვიდად, რადგან მთელი დარტყმა მოდის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, თავად კი წყნარად აგრძელებენ დანაშაულებრივი დავალებების შესრულებასა და ცხოვრების მოწყობას.
სულერთია მათთვის ვინ იქნება ხელისუფლებაში. ნაცი, ქოცი ან გინდა სულაც კადიროვი.
ნებისმიერის დავალებას შეასრულებენ, თუ მათ ქონებასა და პირად კეთილდღეობას არაფერი დაემუქრება.
ამიტომაც გადაბარგდნენ წარმატებით 2012-ში ოცნების ბანაკში და გააგრძელეს იგივე, რასაც მანამდე აკეთებდნენ. და მაგათ რომ კითხო, ხვალ ისევ ნაცები თუ მობრუნდებიან, მაგათაც დასჭირდებათ იგივე მომსახურება.
მოკლედ, სინამდვილეში ეგენი არიან სულ ხელისუფლებაში და არა პოლიტიკური პარტიები.
გუშინდელი ამერიკული სანქცია არის ზუსტად მაგ უშუალო შემსრულებლებზე.
ადამიანებზე, რომლებიც თვლიდნენ, რომ არაფერი დაემუქრებოდათ, მათნაირი ხალხი ყოველთვის საჭირონი იქნებოდნენ.
ამ 4 “მოსამართლის” დასანქცირება არის სიგნალი აბსოლუტურად ნებისმიერი ჭანჭიკისთვის, რომ ხვალ ან ზეგ მაგ სიაში თავადაც აღმოჩნდებიან.
თან ეს შიში არის უკვე ხელისუფლების მთელ ვერტიკალში. როგორც მურუსიძის ზემოთ, ისე მის ქვემოთ.
ახლა, ნებისმიერი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისას, ყველა კარგად დაფიქრდება: ბიძინასი უფრო ეშინია, თუ ამერიკული სანქციების.
ბიძინა დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. აი ამერიკული და პერსპექტივაში ევროპული სანქციები კი პრაქტიკულად სამუდამოა.
არამარტო მათთვის, მათი ცოლებისთვის/ქმრებისთვის და შვილებისთვის.
სიმართლე რომ ვთქვა, არ მაქვს იმედი, რომ ამ გაფრთხილებას ამ ეტაპზე შეისმენენ. მაგრამ ეს არაა ერთჯერადი აქცია. სანქციები გაგრძელდება და ადრე თუ გვიან, ეს ჭანჭიკები მიხვდებიან, რომ ჯობია ის “ორი მანქანა და სამი სახლი შერჩეთ,” ვიდრე ნებისმიერ შემდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე ყველაფერი წაართვან და ციხეში მოხვდნენ.
ამერიკულ სასანქციო სიაში ყოფნა, თან პოლიტიკური კორუფციის საბაბით, ციხისა და ქონების კონფისკაციის თითქმის 100%-იანი გარანტიაა.”
კომენტარები