“ამერიკული სანქციების დაწესება საქართველოსთვის საჭიროა” – ამის შესახებ კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი პლატფორმა X-ზე წერს და ჰელსინკის კომისიის განცხადებას აზიარებს.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს ჰელსინკის კომისიამ დაწერა, რომ “ქართველები ჩართულნი არიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში. კონგრესის ორპარტიული წევრები დგანან მათ გვერდით. ახლა დროა აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიულმა ნაწილმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ საქართველოსთვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება”.
კომენტარები