აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, თუ რატომ მიიღო ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება.
„ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა განაცხადა, პოლიტიკური მოღვაწეობის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მან გაიაზრა, რომ „ჯარების გასაყვანად კარგი დრო არასდროს არის“.
აშშ-ის ლიდერმა აქვე დასძინა, რომ არასწორია, „ამერიკელ ჯარისკაცებს მოსთხოვო იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც თავად ავღანელებს არ აქვთ საკუთარი თავის დაცვის უნარი“.
„პოლიტიკური ხელმძღვანელობა დანებდა და გაიქცა, არმიამ მარცხი განიცადა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
კომენტარები