ნინო ბურჯანაძე, ტვ პირველის ეთერში, “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის, ამავე არხზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა და თქვა:
“ჯობდა არ გამეგონა ბადრი ჯაფარიძის პასუხი… მე ვერ გავიგე, რა ეშველებოდა ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილს, ბურჯანაძისა და მისი პარტიისთვის ე.წ. პრორუსული იარლიყი რომ არ მიეწებებიათ. ამიხსნას ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ, რას ნიშნავს ბურჯანაძის პრორუსული პარტია? კომპლექსებისგან თუ გათავისუფლდებიან ჩემი კოლეგები, ცუდი არ იქნება. რატომ აქვთ ეს კომპლექტი? რას ნიშნავს ჩემი პრორუსულობა? თუ ვინმეს ჰგონია, ვიღაცას გულზე არ ეხატება ჩემთან ერთად საერთო საქმის გაკეთება, იქნებ, მეც არ მეხატება გულზე, მაგრამ სააერთო საქმეს სჭირდება. დაყოფა, პრორუსულობა, პროდასავლურობა, ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო ხელოვნური დაყოფა და ჩემთან ბრძოლის არაჩეულებრივი მექანიზმია. მე არ მინდა ვინმეს შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მე ან უკან ვიხევ, ან თავის მართლების პოზიციაში ვდგები, რასაც ვამბობდი, იმას ვამბობ, რაც უნდა გიჭირდეს, მტერსაც და მოყვარეს უნდა დაელაპარაკო და პოლიტიკაში ახლა მოსული ადამიანები ამას თუ გაათვიცნობიერებენ, ცუდი არ იქნება, დიახ, უნდა დაელაპარაკო ყველას. რაც შეეხება დასავლეთს, არავისზე ნაკლები არ მიბრძოლია და ვერც ბატონი ბადრი და ვერც ვერავინ, ამაში ვერ შემეჯიბრება. მადლობა, ბატონ ბადრის, რომ კიდევ ერთხელ არ ახსენა ბარიერგადალახული და ბარიერგადაულახავიო, მათი საყვარელი თემა იყოს ესეც და საერთო საქმისთვის არ არის კარგი.”
კომენტარები