ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“განათლების ახალი მინისტრის დანიშვნით კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რა განასხვავებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მისი წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობისგან.“ ეს არის კრიზისებზე რეაგირების მეთოდი და სტილი.
საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მიუღებელი კანონპროექტი გაწვეული იქნა ისევ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც მმართველი ძალისთვის გარკვეული პოლიტიკური და რეპუტაციული დანაკარგის ფასად. წარმოიდგინეთ, მსგავს შემთხვევაში რას იზამდა ნაცმოძრაობა – კბილებით გაიტანდა.
კრიზისებზე სწრაფი და მოქნილი რეაგირების მაგალითია განათლების მინისტრის პატივით გაცილება, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილმა ამაზე ქილიკი მორთო.
ეს იყო მართალია იძულებითი, მტკივნეული, მაგრამ მთლიანობაში სწორი გადაწყვეტილება. ახალ მინისტრს გიორგი ამილახვარს დიდი სამუშაო და მტკივნეული გადაწყვეტილებები ელოდება, რათა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები და უპირველეს ყოვლისა უნივერსიტეტები გახდნენ მხოლოდ განათლების კერა და დისტანცირდნენ ყველა სახის პოლიტიკური აქტივობისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. პოლიტიკა უნდა გავიდეს უნივერსიტეტების კედლებს გარეთ.”
კომენტარები