სინოპტიკოსები დღეს ჰაერის ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 25 გრადუსამდე მოიმატებს.
დათბება თბილისშიც. დედაქალაქში დღეს 22 გრადუსი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 მაისამდე ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ.
კომენტარები